|
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » სამბუკა
|
შუა საუკუნეებში რომში სარაცინებმა ანისეულზე დამზადებული სასმელი ჩამოიტანეს. მას გამოიყენებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებას,ხოლო ჭამის შემდეგ სვამდნენ სიამოვნებისათვის. სწორედ ეს სასმელი მიჩნეულია დღევანდელი სამბუკას წინაპრად. სიტყვა სამბუკა იტალიურად ნიშნავს "ანწლს", მაგრამ სპეციალისტების აზრით, ანწლს არავითარი კავშირი არ აქვს არც სამბუკას დასახელებასთან, და არც მის შემადგენლობასთან. ითვლება რომ დასახელება წარმოიშვა არაბული სიტყვიდან "zammut", რაც სასიამოვნო არომატს ნიშნავს. თავდაპირველად ლიქიორი მოამზადეს 1851 წელს პატარა ქალაქ ჩივიტავეკიაში, რომელიც რომთან ახლოს მდებარეობს. 1945 წელს კომანტორმა ანჟელო მოლინარიმ შეიმუშავა ლიქიორის რეცეპტი ანისეულის გამოყენებით და დაარქვა სამბუკა. მოკლე ხანში ლიქიორი იტალიელების ცხოვრების ნაწილად იქცა .მოგვიანებით მამის დაწყებული საქმე მისმა შვილებმა გააგრძელეს - მაფალგამ, მარჩელომ და ანტონიომ. დღეს ლიქიორი "molinari sambuca extra-ს '' იტალიური ბაზრის 70% უკავია. სამბუკის დალევის წესები: 1. სამბუკა შეგვიძლია დავლიოთ სუფთა სახით ყინულით ან სუფთა წყლით. ხანდახან იტალიელები სვამენ ყავას სამბუკის დამატებით. 2. sambuca con mosca - "სამბუკა ბუზით'' მიეწოდება სტიოპკაში სამი ყავის მარცვალით. მარცვლები ანსახირიებენ ჯამრთელობას სიმდიდრეს და ბედნირებას. ლიქიორს სტოპკაში ცეცხლი უნდა მოვუკიდოთ და 10-15 წამის შემდეგ გაუცივოთ სტიოპკის ცალი მხარე ყინულით, შემდეგ დავლიოთ, ხოლო ყავის მარცვლები სურვილისსამებრ დავღეჭოთ. 3. ავიღოთ ორი სტოპკა ერთში ჩავაგდოთ ყავის მარცვლები, დავასხათ ლიქიორი და მოვუკიდოთ ცეცხლი. 10-15 წამის შემდეგ ლიქიორი გადავასხათ მეორე სტიოპკაში და შევსვათ საწრუპით, შემდეგ შევისუნთქოთ ორთქლი პირველი სტიოპკიდან, დავღეჭოთ ყავის მარცვლები. ეს დაგვეხმარება უკეთესად შევიგრძნოთ ანისეული გემო და სამბუკის ტკბილი არომატი. 4. ცეცხლოვანი კოქტეილი გრენადინი -10მლ სამბუკა -10მლ ვოდკა(ჯინი)- 10მლ აბსენტი -10მლ შტრო-10მლ მეთოდი Layer მოვუკიდოთ ცეცხლი და სწრაფად დავლიოთ საწრუპით.შეიძლება მივაყოლოთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი.
სამბუკას ნაირსახეობა:
Sambuca Molinari Sambuca Molinari Kafee Sambuka Extra Molinari Sambuca Ramazzotti Ramazzotti Amaro Sambuca Ramazzotti Black Luxardo Sambuca Lazzaroni Sambuca 1851 Sambuca Opal Nera Sambuca Opal Bianco
|
ნანახია: 1601 |
დაამატა: adrenalin77
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|