ორშაბათი, 16.06.2025, 14:30:23
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მარტი » 20 » საერთაშორისო ბარმენთა ასოციაცია (IBA)
00:08:47
საერთაშორისო ბარმენთა ასოციაცია (IBA)
  
მსოფლიოს ბარმენთა ასოციაციები


საერთაშორისო ბარმენთა ასოციაცია
(IBA)









საერთაშორისო ბარმენთა ასოციაცია დაფუძნებული იყო 24 თებერვალს 1951 წელს ინგლისში, ქალაქ ტორკუსის „გრანდ ჰოტელში". ფორუმში მონაწილეობდნენ ბარმენები ინგლისიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. მიღწეულ წარმატებებს ხელი შეუწყო ბრიტანეთის ბარმენთა ასოციაციამ, რაც გამოიხატა საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის შექმნით. პირველ პრეზიდენტად არჩეული იყო ინგლისელი ჯო ტარლინგი. თანდათანობით ასოციაცია ფართოვდებოდა და იზრდებოდა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ახალი წევრების მიღების ხარჯზე. IBA-ში მიღების პროცედურა ითვალისწინებს: ნაციონალური ასოციაციის წესდების და საბჭოს წევრების სიის გაგზავნას, განცხადება წევრობის შესახებ IBA-ს საბჭოს სხდომაზე.
1975 წელს, სენტ–ვინსენტის (იტალია) შეხვედრის შედეგად ასოციაციის წესდებაში შეიტანეს ცვლილებები: დაინიშნა სამი ვიცე–პრეზიდენტი, შესაბამისად, ევროპისთვის, აზიისთვის და ამერიკისთვის. მოგვიანებით, ვიცე–პრეზიდენტების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, მას დაევალა სამხრეთ ამერიკის – ესპანურად მოლაპარაკე ქვეყნებთან კოორდინაციის გაწევა. IBA-ის პრეზიდენტი, თავის მოვალეობას ასრულებს სამი წლის განმავლობაში.
1985 წელს, სენტ–ვინსენტში IBA-ის საბჭომ დადგენილება მიიღო კადრების მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ, ანუ IBA–ს ბარმენების მოსამზადებელი კურსები.
დღესდღეობით IBA ითვლის 53 წევრ ქვეყანას და 40 000–ზე მეტს ბარმენს აერთიანებს. 2006 წელს, 25 ოქტომბერს ქალაქ ჰელსინკში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, არჩეული იქნა IBA-ს ახალი პრეზიდენტი – დერეკ ლი.



IBA-ს წევრი ქვეყნები







ნანახია: 1116 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0