ორშაბათი, 16.06.2025, 20:13:16
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მაისი » 18 » რომი
22:48:54
რომი
რომი


რომი ლერწმით მზადდება. ის არის ლერწმის და ლერწმის მოლასების ფერმენტირებული წვენის ალკოჰოლური დისტილატი. დისტილატს უნდა ჰქონდეს რომისთვის აუცილებელი გემოს, არომატი და სხვა თვისებები.
რომს აწარმოებენ ყველგან, სადაც ლერწამი ხარობს.

წარმოება
რომის წარმოება ლერწმის მოსავლის აღებით იწყება. ფაქიზად დაჭრილი ლერწამი გადამამუშავებელ ქარხანაში მიაქვთ, სადაც მას უზარმაზარი დოლბანდების ქვეშ ატარებენ წვენის მისაღებად. შაქრის კონცენტრაციისა და წყლის ასაორთქლებლად წვენს ადუღებენ. შემდეგ სითხეს ასუფთავებენ. შედეგად ვიღებთ სქელ, ბლანტ სიროფს. სიროფს შაქარს აცლიან და რჩება მხოლოდ მოლასები. ზოგჯერ შაქრის შემცველობა 5%-მდე რჩება. ეს მოლასები შემდეგ გამოიხდება და მზადდება რომი.

კლასიფიკაცია
რომის ოთხი მთავარი ტიპი არსებობს:
• ძალიან მშრალი, მსუბუქი რომი _ ძირითადად იწარმოება ესპანურენოვან ქვეყნებში, მათგან აღსანიშნავია პუერტო რიკო, გვატემალა, ნიკარაგუა.
• საშუალო სიმაგრის რომი _ მწარმოებელი ქვეყნების მაგალითია ბარბადოსი და დემერერა.
• მდიდარი, ძლიერი რომი _ ძირითადად ინგლისურენოვან კუნძულებსა და ქვეყნებში იწარმოება, მაგალითად, იამაიკაში
• მსუბუქ-ტანიანი, მაგრამ ძლიერი, არომატული რომი _ აღმოსავლეთ ინდოეთი, ბატავია, იავა.
ზემოთ მოყვანილი რომის ტიპები, ცხადია, არ იწარმოება მხოლოდ მითითებულ ქვეყნებში. ყველა ქვეყანას საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია, აწარმოოს რომის ესა თუ ის სახეობა, თუმცა ზოგი ადგილი განსაკუთრებით ცნობილია გარკვეული სახის რომებით.

რომს ძირითადად კარიბის ზღვის რეგიონში აწამოებენ, ასევე დასავლეთ ინდოეთსა და სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის მიმდებარე ქვენებში.
ფრანგული ღვინოების მსგავსად, რომების ეტიკეტირებაც წარმოების ადგილის მიხედვით ხდება და აკრძალულია მათი კლასიფიცირება რომის ტიპებით. ღვინის მსგავსად, რომებს შორის განსხვავებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილი, სადაც ხარობს ლერწამი. რომებსაც, ისევე როგორც სპირტიან სასმელებსა და ღვინოებს, ბლენდირებით ამზადებენ, რათა გარკვეულ ხარისხსა და გემოს მიაღწიონ.
გარდა კლიმატური პირობებისა, რომის თავისებურებაზე მოქმედებს დისტლაციის პროცესი, დაძველება და რიგ რომებზე, არომატიზატორები.

CAPTAIN MORGAN

ისტორია
რომი, როგორც სასმელის ერთ-ერთი კატეგორია, XVII საუკუნეში _ მონებით მოვაჭრეების, განძის მაძიებელებისა და კოლონიზატორების ეპოქაში, გამოჩნდა. მან დღემდე შეინარჩუნა თავგადასავლების მაძიებელთა სასმელის რეპუტაცია.
• რომი CAPTAIN MORGAN XVII საუკუნის სახელგანთქმული მეკობრის და იამაიკის გუბერნატორის, სერ ჰენრი მორგანის სახელს ატარებს.
• რომი CAPTAIN MORGAN შექმნა იამაიკის გუბერნატორმა, სერ ჰენრი მორგანმა. აღსანიშნავია, რომ ტიტული "სერ” ჰენრი მორგანმა მხოლოდ 1680 წელს მოიპოვა, მანამდე კი ამ მეკობრის სახელი შიშის ზარს სცემდა კარიბის ზღვის აუზში მოცურავე კაპიტნებს.
• სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა კაპიტან მორგანმა პირველმა გახადა საკუთარი რაზმის კვების რაციონის აუცილებელ ნაწილად რომი. ეს წესი შემდეგ ინგლისის ფლოტის ტრადიციად იქცა, კაპიტანი მორგანი კი ისტორიაში შევიდა, როგორც არა მარტო შესანიშნავი მეკობრე, არამედ იამაიკური რომის დიდი დამფასებელიც.
• კაპიტნის ოჯახის პირველი რომია CAPTAN MORGAN BLACK სამწლიანი დაძველების მუქი რომი, მისი "ძმა”CAPTAIN MORGAN SPAICED ორწლიანი დაძველებისაა და ქვეყანას თითქმის სამი საუკუნის მერე მოევლინა.

წარმოება
საკუთარი არსით, რომი შაქრის წარმოების შედეგია, რომელიც ლერწმის ან ლერწმის წვენის დისტილაციით მიიღება.
• სწორედ ამიტომ, რომის ძირითადი მწარმოებლები კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებია.
იამაიკური "პრემიუმ” კლასის რომი, CAPTAIN MORGAN, რუსულ-უკრაინულ ბაზარზე ორი სახეობითაა წარმოდგენილი:
CAPTAIN MORGAN BLACK მუქი რომი, 40%-იანი სიმაგრით.
CAPTAIN MORGAN ORIGINAL SPICED GOLD -ოქროსფერი რომი კარიბული სუნელებით, 35%-იანი სიმაგრით.

ასორტიმენტი
CAPTAIN MORGAN BLACK LABEL-ს უნიკალური, მდიდარი გემო აქვს, რომელსაც განთქმულ თავზეხელაღებულთა თავგადასავლების მოგონებები გვიღვივებს. მის მუქ ფერსა და მდიდარ, რბილ გემოს ადვილად გამოარჩევთ სხვათაგან.
გამოიყენეთ CAPTAIN MORGAN BLACK კოქტეილების დასამზადებლად და აღმოაჩენთ, რომ თქვენს ქმნილებას არაფერი შეედრება.
საინტერესო ცნობები:
შოტლანდიაში, ვისკის სამშობლოში, CAPTAIN MORGAN-ის გაყიდვებს მეოთხე ადგილი უჭირავს სპირტიანი სასმელების გაყიდვებს შორის.
• სხვა რომებისგან განსხვავებით, CAPTAIN MORGAN შესანიშნავია სუფთა სახით ყინულთან ერთად.
• CAPTAIN MORGAN შეგიძლიათ მიირთვათ კოლასა და ლიმონათთან ერთად.
• მოსკოვის კლუბების მუდმივ სტუმრებს ძალზე მოსწონთ CAPTAIN MORGAN-ით გაკეთებული მოხიტო.
• რჩევა გურმანებს _ მიირთვით CAPTAIN MORGAN გრეიფრუტის წვენთან და ყინულთან ერთად, არ ინანებთ!
მათთვის, ვინც ახლა იწყებს რომის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას, CAPTAIN MORGAN SPICED ნამდვილი აღმოჩენაა.
CAPTAIN MORGAN BLACK LABEL ევოლუციის მომდევნო ეტაპია, თავისებური მომდევნო საფეხური რომის ჭეშმარიტი დამფასებლებისა და პატრიოტებისთვის.

როგორ დავლიოთ


რომის დეგუსტაცია უნდა ჩატარდეს ყველანაირი სურნელისგან (ყვავილების, საკვების) თავისუფალ, კარგად განათებულ ოთახში. არ უნდა გესხათ სუნამო, არ უნდა ეწეოდეთ, თუ რომისა და სიგარის ტანდემის დეგუსტაციას არ აკეთებთ. სასურველია, სასმისად ტიტის ფორმის ჭიქა გამოიყენოთ, მასში არომატი კონცენტრირდება ჭიქის ზედა ნაწილში.
თუ რამდენიმე რომის დეგუსტაცია გიწევთ, დაიწყეთ თქვენთვის ნაცნობი სასმელიდან. ასეთ შემთხვევებში რომის გასინჯვა შემდეგი თანმიმდევრობით ხდება: ღია ფერიდან – მუქ ფერამდე, მსუბუქიდან _ მაგარ რომამდე, ახალგაზრდა რომიდან ბებერ _ რომამდე. თუკი პირველად აგემოვნებთ რომს, მაშინ დეგუსტაცია ყველაზე ღია, მსუბუქი რომიდან უნდა დაიწყოთ. ასე უფრო გაგიადვილდებათ სასმელების ერთმანეთთან შედარება და საკუთარ შეგრძნებებში გარკვევა. ხელთ იქონიეთ უგაზო მინერალური წყალი, რათა მომდევნო რომის დეგუსტაციისას განდევნოთ წინა სასმელის დაგემოვნებით მიღებული შეგრძნებები და გაინეიტრალოთ გემო. გარდა ამისა, წყალი ათავისუფლებს რომში ჩამალულ არომატებს და თქვენ შედარებით მოუხელთებელი არომატების შეგრძნებასაც შეძლებთ.
ყველაზე მთავარი _ რომისგან სიამოვნება რომ მიიღოთ, დააგემოვნეთ რომი მეგობრებთან ერთად, გაუზიარეთ ერთმანეთს შეგრძნებები. რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება რომის დეგუსტაციისას? ღვინის პროფესიონალური დეგუსტაციის მსგავსად, რომის დეგუსტაციისას სამი სტადია არსებობს: "თვალები”, "ცხვირი” და "პირი”.

თვალები
თუ რომიან ჭიქას ოდნავ შეარხევთ, შემდეგ კი ჭიქის კედლებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ სითხე ნელ-ნელა იწრიტება კედლებიდან და მათზე ერთგვარი "ნადები” წარმოიქმნება. რაც უფრო სქელია ეს ნადები, მით მსუყე და მძიმეა რომია.
ცხვირი
დეგუსტაციის მეორე სტადია "ცხვირია”. ჭიქის კიდიდან დაყნოსეთ რომი. პირველი არომატები ბაზურია, სწორედ მათზეა აგებული რომი. მსუბუქია თუ მძიმე ეს არომატები? გრძნობთ თუ არა ირისის, ყვავილების ან ხილის სურნელს? რაც უფრო რთული ბუკეტი აქვს რომს, მით მეტია პიკანტური, ანანასის ან ფრჩხილების ლაქის მაგვარი არომატების შეგრძნების შანსი.
დროის უმეტესი ნაწილს სურნელებში გარკვევას მოანდომებთ. ადამიანის ცხვირს ტრილიონამდე არომატის გარჩევა შეუძლია. ცხვირიდან სურნელი აღწევს ყნოსვით ეპითელიუმსა და ყნოსვით ბოლქვებამდე. იქიდან კი ინფორმაცია მიეწოდება ტვინს რეცეპტორების მეშვეობით. ხშირად, როდესაც რაიმე სურნელს გრძნობთ, თქვენს ტვინში მასთან დაკავშირებული სურათი ამოტივტივდება.
გაუზიარეთ გარშემომყოფთ თქვენი შეგრძნებები, ნუ მოგერიდებათ, გაანდოთ მათ, რას გრძნობთ. დეგუსტაციისას ნებისმიერის აზრი მნიშვნელოვანია.

პირი
შემდეგი სტადია პირია. პირში გაიჩერეთ რომის მომცრო ყლუპი, რათა სრულად შეიგრძნოთ მისი წონა, სტრუქტურა და ბუკეტი. როგორია, მსუბუქი, ახალგაზრდა, ძლიერი თუ უხეში? მისი სტრუქტურა აბრეშუმივით რბილია თუ მშრალი და უხეში?
რომის დეგუსტაციის შემდეგ მინერალური წყალი მიირთვით.
შემდეგ კი თავად რომში ჩაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და დაყნოსეთ ის. შეეცადეთ გაარჩიოთ მისი ძირითადი არომატები, რა ხილს გაგონებენ ისინი: ბანანს თუ მანგოს, ციტრუსებს თუ ხმელ ხილს.
შემდეგ კი დააგემოვნეთ წყლიანი რომი. კვლავ გაიჩერეთ პირში ყლუპი. ისევ იგივე არომატებს გრძნობთ თუ ახალი შეგრძნებები გაჩნდა? გართულდა თუ არა მისი სტრუქტურა? არის თუ არა ის დაბალანსებული? სიტკბო სიმშრალემ უნდა გააწონასწოროს. მაღალი ხარისხის სასმელი ყოველთვის მსუბუქია. და ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ რომი თქვენი სიამოვნებისთვის არსებობს.
ნუ შეეცდებით დალიოთ ბევრი, დათვრეთ რომით. დატკბით თავად სასმელით. დეგუსტაცია გარკვეულწილად შრომაა, თუმცა სასიამოვნო, განმტვირთველი და ხასიათის ამამაღლებელი შრომა.
თვალს დახუჭავთ თუ არა, რომს უმალ საკუთარ სამშობლოში მიჰყავხართ _ ზურმუხტისფერ ზღვებთან, კრიალა ცასთან, ტროპიკულ კუნძულებზე.




BACARDI
ეს 1862 წელს შექმნილი შესანიშნავი რბილი რომია. მასში კარიბის ცხელი მზე გიზგიზებს, თავისუფალი სული ყივის, მხურვალე რიტმები გაისმის და დაუოკებელი ტემპერამენტი ჩანს. BACARDI სხვა სავაჭრო მარკებისგან უნიკალური სულით და კულტურით გამოირჩევა. BACARDI თავისუფლების შეგრძნებაა, ვნებაა და სიამოვნება. BACARDI-სთან შეხვედრა მხიარულ ზეიმს გიქადით.

BACARDI-ის ისტორია
ისტორია კუბაზე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ღვინით მოვაჭრე დონ ფაკუნდო ბაკარდი ესპანეთის პროვინცია კატალონიიდან შესანიშნავ კოლონიურ ქალაქში, სანტიაგო დე კუბაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს რომი მწველი, უხეში და დაუმუშავებელი სასმელი იყო. სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარეს ის თავის დროზე კარიბის ზღვის მეკობრეებმა. მას მაღალი წრის საზოგადოება არ სვამდა და მიუღებელი იყო მათ მიღებებზე მისი მორთმევა. დონ ფაკუნდომ გადაწყვიტა შეექმნა "ცივილიზებული" რომი და მთელს თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ახმარდა.
BACARDI-ის დაბადება
დონ ფაკუნდო ექსპერიმენტებს ატარებდა ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე, ცდებს ატარებდა პირველად მასალაზე, ფერმეტაციასა და გამოხდაში. მან რომის დარბილება და მისი მინარევებისგან გათავისუფლება სასმელის ნახშირის ფილტრში გატარებით სცადა _ მსგავსი რამ არავის გაეკეთებინა მანამდე. მისი ექსპერიმენტები რომის მუხის კასრში გაჩერებასა და მისთვის სხვადასხვა გემოს მიცემაზეც ვრცელდებოდა. დონ ფაკუნდო ნამდვილი სწავლულივით აწარმოებდა სამუშაოების აღიცხვას და მიღებულ შედეგებს ჭეშმარიტი მცოდნის თვალით აფასებდა.
დონ ფაკუნდომ, ბოლოს, მიაღწია საწადელს და შექმნა სასმელი, რომელიც მის სტანდარტებს შეესაბამებოდა. მის მიერ დამზადებული რომი სხვებისგან განსხვავებით, სუფთა და რბილი იყო. მასთან შედარებით ადგილობრივი რომები მძიმე, უხეში და წამლისმაგვარი ჩანდა. დონ ფაკუნდოს პირმშო, საოცრად რბილი, მუქი ფერის, მდიდარი არომატის რომი განსხვავდებოდა არა მხოლოდ სხვა დანარჩენი რომებისგან, არამედ საერთოდ ყველა აქამდე არსებული სპირტიანი სამსელებისგანაც.
დონ ფაკუნდომ 3500 დოლარად პატარა სპირტსახადი ქარხანა შეიძინა, რათა ნაცნობ-მეგობართა გარდა სხვებისთვისაც შეეთავაზებინა ეს რომი. ამგვარად, 1862 წელს შეიქმნა კომპნია BACARDI COMPANIA. მალე კომპანიის პროდუქციამ დაიპყრო მონარქების, გურმანების და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების გულები. დონ ფაკუნდომ შეცვალა არა მხოლოდ საზოგადოების წარმოდგენა რომზე, არამედ მათი დამოკიდებულება ამ სასმელის დალევისადმი. რომის ხარისხის ამაღლებით მან ახალი ტიპის რომი შექმნა. დონ ფაკუნდოს ქმნილება, მსოფლიოში საუკეთესო რბილი და მსუბუქი რომი, დღემდე ინდიკატორია, რომლის მიხედვითაც სხვა რომების ხარისხს განსაზღვრავენ.

ღამურა
სულ მალე დონ ფაკუნდო მიხვდა, რომ საჭირო იყო მარტივი, ადვილად აღსაქმელი ნიშნის გამოგონება. ასე შეიქმნა ცნობილი "ღამურა".
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ დონ ფაკუნდოს ცოლმა, დონია ამალია ლუცია ვიქტორია მორომ ურჩია ქმარს, რომის სავაჭრო ნიშნად "ღამურა" გამოეყენებინა. ბაკარდის პირველ სპირტსახდელ ქარხანაში სტუმრობისას ქალმა შეამჩნია ნივნივებზე ჩამოკიდებული უამრავი ღამურა. დონია ამალია ღამურებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ხელოვნებაში გათვითცნობიერებული ქალი იყო და იცოდა, რომ კუბის ძირძველი მოსახლეობა ღამურებს ყველანაირი კულტურული ფასეულობის მატარებლებად თვლიდა. ადგილობრივი თქმულებებიდან მან იცოდა, რომ ღამურას ჯანმრთელობა, იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს.
მისი შეთავაზება არც პრაგმატულ აზრს იყო მოკლებული: XIX საუკუნეში საკმოად დაბალი იყო განათლების დონე და პროდუქტს დასამახსოვრებელი გრაფიკული გამოსახულება უნდა ჰქონოდა, რითიც მის ამოცნობასა და შეძენას შეძლებდნენ.
კუბაზე მალე გავრცელდა ახალი ამბავი, ამბავი ნახშირით დარბილებულ, მდიდარი არომატის მქონე, რბილსა და იდუმალ, ღია ფერის ცივილიზებულ რომზე. თქმულებებმაც თავისი საქმე შეასრულეს: ცნობები დონ ფაკუნდოს "ღამურისა" და მისი ახალი რბილი რომის შესახება სწრაფად ვრცელდებოდა. ადგილობრივები მოგვითხრობენ, რომ სწორედ ღამურებს მოჰქონდათ იღბალი დონ ფაკუნდოსთვის და მაგიურ ძალას აძლევდნენ რომს.
დღეს ბაკარდის სიამოვნებით მასპინძლობს 170-მდე ქვეყანა. დღემდე არავის შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ დონია ემილიამ და დონ ფაკუნდომ სწორი გადაწვეტილება მიიღეს, როდესაც სავაჭრო ნიშნად ღამურა აირჩიეს. მათი არჩევანი ყოველმხრივ გამართლებული აღმოჩნდა. საუკუნეზე მეტია, რაც მას კომპანიის სახელი ახალ-ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.

CUBA LIBRE

BACARDI ჭეშმარიტად პოპულარული მაშინ ხდება, როდესაც ცნობა BACARDI-სა და COCA-COLA-ს უნიკალური ნაზავის შესახებ მთელ კუნძულს მოედება. ეს მოხდა გასული ასწლეულის ბოლოს, იმ დროს, როცა კუბა თავისუფლებისთვის ებრძოდა ესპანელ კოლონიზატორებს. აშშ-მ საკუთარი ჯარები ჩამოსხა კუბაზე, რათა დახმარებოდა მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურიდან დათხოვილი ამერიკელი ჯარისკაცები ძველი ჰავანას ერთ-ერთ ბარში ისხდნენ. ფაუსტო როდიგესი, ახალგაზრდა შიკრიკი, იხსენებს: ბარში ამერიკელი კაპიტანი შემოვიდა და შეუკვეთა რომი ბაკარდი კოკა-კოლასთან, ყინულთან და ლიმონის ნაჭერთან ერთად. კაპიტანმა ეს სასმელი ისეთი სიამოვნებით დალია, რომ იქვე მჯდომი ჯარისკაცების ყურადღება მიიპყრო. მათ ბარის პატრონს იგივე სასმელი შეუკვეთეს. წამში სასმელი საღამოს ფავორიტი გახდა. მორიგი ულუფის შეკვეთისას, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თავისუფალი კუბის სადღეგრძელოს შესმა შესთავაზა თანამეინახეებს, "POR CUBA LIBRE", კაპიტანმა ჭიქა ასწია და შესძახა სიტყვები, რომლებიც ძალას მატებდა თავისუფლებისთვის მებრძოლ კუბელ ჯარისკაცებს. CUBA LIBRE! -შესძახა მან, CUBA LIBRE! _ ერთსულოვნად მიუგო ტალღამ. ასე დაერქვა ამ სასმელს სახელი.
ძალზე სწრაფად გავრცელდა ამბავი ბაკარდისა და კოკა-კოლას კომბინაციის შესახებ. გარდა ამისა, ორივე, ბაკარდი და კოკა-კოლა აფართოებდნენ გავრცელების არეალს და სულ მალე CUBA LIBRE მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილი გახდა. ბაკარდისა და კოკა-კოლას კომბინაცია დღემდე მომხმარებელთა ყველაზე საყვარელი კოქტეილია. დღეს მსოფლიოშიCUBA LIBRE–ს 5 მილიარდამდე პორცია იყიდება ყოველწლიურად. ყოველ წამს მსოფლიოში ამ კოქტეილის 130 პორცია იყიდება.
მშრალი კანონი
1920-იანი წლებიდან ბაკარდის რომების პოპულარობა განუწყვეტლივ იზრდება. აშშ-ში მშრალი კანონის შემოღების შემდეგ კუბა სულის მოსათქმელ ადგილად იქცა იმ ამერიკელებისთვის, რომელთაც ფულიც ჰქონდათ და საკუთარი "მუღამებიც". კუბიდან ამერიკაში დაბრუნებულ ამერიკელებს თან მოჰქონდათ სულისშემძვრელი მოგონებები ჰავანას ღამეებსა და ბაკარდის რომის არომატზე. ბედის ირონიით, მშრალმა კანონმა ხელი შეუწყო ბაკარდის რომების ამერიკელთა უსაყვარლეს სასმელად ქცევას და ბაკარდის ემბლემის ცხოვრებით ტკბობის სიმბოლოდ დამკვიდრებას.
ემიგრაცია
1960 წლის 14 ოქტომბერს კომპანია ბაკარდის აქტივებს კონფისკაცია გაუკეთა რევოლუციურმა მთავრობამ. ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა და სავაჭრო მარკა BACARDI ნასაუში, ბაჰამის კუნძულებზე გადავიდა. ამას მოჰყვა ახალი რეჟიმის მცდელობა გაეყიდათ კონფისკირებულ ქარხნებში დამზადებული ყალბი რომი BACARDI. გაძევებული ბაკარდის ოჯახი საიდუმლო ფორმულისა და სავაჭრო ნიშნის დასაცავად იბრძოდა როგორც ბაზარზე, ისე საერთაშორისო სასამართლოებში და გაიმარჯვა კიდეც. გაყიდვიდან ამოიღეს ყალბი რომი, სავაჭრო მარკისა და კომპანიის უფლებებს კი მთელს მსოფლიოში იცავენ.
1960-1970-იანი წლები მსოფლიოში ბაკარდის ფენომენალური დამკვიდრებითაა ცნობილი. 1983 წელს ოჯახმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ ორასმემილიონე ყუთი სასმელის გამოშვება აღნიშნეს. ჰამილტონში, ბერმუდის კუნძულებზე, BACARDI LIMITED-ის, საერთაშორისო შტაბ-ბინის შექმნიდან 11 წლის შემდეგ კომპანიამ საკუთარი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. BACARDI LIMITRD–მა შეიძინა კომპანია MARTINI & ROSSI, ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და დისტრიბუტორი მთელს მსოფლიოში. კალმის ერთი მოსმით კომპანიის მოცულობა გაორმაგდა, შეიძინა პროდუქციის 300 ახალი ტიპი, 35 სადისტრუბუტორო ქსელი სხვადასხვა ქვეყანაში, 4000 მაღალკვალიფიციური თანამშრომელი და მის გაყიდვებს დაემატა 31 მილიონი ყუთი წელიწადში.
რომ "ბაკარდის" კვლავ ბაკარდის ოჯახის წევრები ამზადებენ თავდაპირველი ფორმულის შესაბამისად, კვლავ იყენებენ ნახშირის ფილტრს თუ სხვა ტექნოლოგიებს _ მოკლედ, ყველაფერი კვლავ ისეა, როგორც იყო 1962 წელს, სანტიაგო დე კუბაში. არანაკლებად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამზადების პროცესს კვლავ დონ ფაკუნდოსეული გულმოდგინებით, ყურადღებით, ენთუზიაზმითა და შემოქმედებითობით უდგებიან.
წარმოება
დღეს რომი ბაკარდი მზადდება და ჩამოისხმება ბაჰამის კუნძულებზე, ინდოეთში, მექსიკაში, პანამაში, ტრინიდადსა და პუერტო-რიკოში. მას ასევე ასხამენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, კოსტა-რიკაში, გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა თუ აშშ-ში. იგეგმება საწარმოს გახსნა ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ ბაკარდის ყველა რომი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ის სხვა რომებისთვის ხარისხის ეტალონს წარმოადგენს.
ბაკარდის წარმოების პროცესი რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:
მელასას შერჩევა და შენახვა
ყოველწლიურად ნოემბრიდან აპრილამდე ბაკარდის თანამშრომლები მოგზაურობენ ლათინური ამერიკის ტროპიკულ ქვეყნებში მაღალი ხარისხის ლერწმის მელასას მოსაპოვებლად. შეძენილი მელასა ფრთხილად გადააქვთ ბაკარდის ქარხნებში, სადაც მისი შენახვის პირობები უმკაცრესად კონტოლდება. მელასა ორგანული ნივთიერებაა, სწორედ ამიტომ აუცილებელია შენახვის პირობების დაცვა. ამ მიზნით, ბაკარდი მნიშვნელოვან ინვესტიციებს აკეთებს და იძენს თანამედროვე რეზერვუარებს.
მიუხედავად ასეთი მკაცრი კონტროლისა, ბაკარდი დამატებით ზომებს იღებს და მეორად კონტროლს აწესებს. მელასა უნდა პასუხობდეს ხარისხის კონტროლის უმკაცრეს მოთხოვნებს. თუ ასე არაა, ის წარმოებისთვის უვარგისი ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რა დაუჯდა კომპანიას მისი შეძენა. დასადუღებლად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მელასა.
დადუღება
რომის "ბაკარდი" დადუღებისას ვლინდება ისეთი კრიტიკული ელემენტები, რომლებიც რომს უნიკალურ გემოსა და მიმზიდველობას სძენს. ბაკარდის განმასხვავებელი შტრიხი ბაკარდის საფუარია.
ბაკარდის საფუარის საკუთარი სახეობა აქვს, რომელიც არსებობს მას შემდეგ, რაც ის XIX საუკუნეში დონ ფაკუნდომ აღმოაჩინა და მოაშენა. ბაკარდის ეს უნიკალური საფუარი ამ რომს განსაკუთრებულ არომატს სძენს და ინდივიდუალობას ანიჭებს.
მელასას უმატებენ საფუარსა და გაწმენდილ წყალს, რის შედეგადაც პიურეს მაგვარი მასა წარმოიქმნება. პიურეს 30-35 საათის განმავლობაში ადუღებენ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.
ოჯახი 1862 წლიდან იცავს საკუთარი ბიზნესის საიდუმლოს. სწორედ დადუღების დროს იქმნება ბაკარდის თითოეული რომის დამახასიათებელი შტრიხები.
დისტილაცია
დადუღების მოდევნო ეტაპი დისტილაციაა _ დადუღებული პიურეს გამოხდის ჯერი დგება. შედეგად კი ორი სახის პროდუქტი მიიღება: "მაგარი ახალგაზრდა რომი" _ ბაკარდის რომების უმი და მაგარი ბირთვი და "მსუბუქი ახალგაზრდა რომისმაგვარი სპირტი" _ ისინი ბაკარდის რომებს მათ განამასხვავებელ თვისებას, სიმსუბუქესა და სირბილეს ანიჭებს.
დისტილაციის დროს დადუღებულ მასას აცხელებენ და ის განუწყვეტლივ გადის სახდელ ქვაბებში, რომლებიც უჟანგავი ფოლადის ან სპილენძისგან მზადდება. ამ პროცესის მეშვეობით ერთმანეთს გამოეყოფა წყალი, სპირტი და მცირე მინარევები.
ამ მომენტში საქმეში ერთვებიან შეზავების ოსტატები. ისინი მთელ ცოდნასა და გამოცდილებას ახმარენ რომის ფართო ასორტიმენეტის შექმნას დონ ფაკუნდოს რეცეპტის მიხედვით. შედეგად კი ჭეშმარიტი ხელოვნების ჭეშმარიტი დამფასებლები საოცარ სიამოვნებას ღებულობენ.

გაფილტვრა
რომის წარმოებაში ეს მეთოდი პირველად დონ ფაკუნდომ გამოიყენა. ამ გამოგონებაში ნოვატორული იყო გაფილტვრისთვის ხის ნახშირის გამოყენება.

დაძველება
ბაკარდის ყველა რომი კარიბის მცხუნვარე მზის ქვეშ ძველდება და ამ 130 წლის მანძილზე ეს პროცესი ნამდვილ ხელოვნებად იქცა.
ბაკარდის კასრებისთვის დასამზადებლად მხოლოდ თეთრი ამერიკული მუხა გამოიყენება. ყველა კასრი ხელით მზადდება, შემდეგ საჭიროა მათი შიგნიდან გამოწვა. ეს კი ბაკარდის რომებს განუმეორებელ გემოს სძენს.
დაძველების მიზანია რომი გაიჟღინთოს ხითა და მწველი ტროპიკული ჰაერით. ამგვარად მისი გემო უფრო მდიდარი ხდება.
დაძველების პროცესი უმკაცრესი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. კასრების ზომებსა და მათ მდგომარეობას დრო და დრო ამოწმებენ და აანალიზებენ. ხარიხის მენეჯერები მკაცრად აკონტროლებენ ტემპერატურას, ტენიანობის დონეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზღვის მონაბერ ნიავსაც კი.
ბაკარდის დაძველების ხანგრძლივობა გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა სპირტიანი სასმელებისა. ეს განპირობებულია იმით, რომ კარიბის კუნძულებზე ტემპერატურა და ტენიანობა არ იცვლება წელიწადის განმავლობაში და შესაბამისად სასმელის მომწიფების პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შედარებით ცივ ქვეყნებში, მაგალითად შოტლანდიაში.


ასორტიმენტი
BACARDI CARTA BLANCA
BACARDI CARTA BLANCA კლასიკური რომია, რომელსაც მინიმუმ 6 თვის მანძილზე აძველებენ მუხის კასრებში კარიბის მწველი მზის გულზე.BACARDI CARTA წარმოაჩენს ბაკარდის არსს: ის ახალგაზრდაა, ხარისხიანი, ელეგანტური, მსუბუქი, მგრძნობიარე და ვნებიანი.
ყველაზე ხშირად მას კოკა-კოლასთან ერთად მიირთმევენ, თუმცა ასევე შესაძლებელია მისი ტონიკთან ან წვენთან ერთად დალევა.

BACARDI GOLD
BACARDI GOLD შესანიშნავი ორწლიანი დაძველების კარიბული რომია. ის ძალიან გამომსახველობითი და მსუბუქია, შესანიშნავი არომატისა და ხარისხის. ის ძალზე მოსწონთ მათ, ვისაც გართობა და დასვენება უყვარს.
მისი დალევა შეგიძლიათ სუფთა სახით, ყინულთან ერთად, ასევე შესანიშნავია კოლასთან, ტონიკთან და წვენთან.

BACARDI PREMIUM BLACK
BACARDI PREMIUM BLACK 4-წლიანი რომია, რომელსაც განუმეორებელი არომატი აქვს. ზედგამოჭრილია შედარებით დახვეწილი და გამოცდილი მომხმარებლისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს ღამეული წვეულებები.
გასაოცარი გემოს წყალობით შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც სუფთა სახით, ისე წვენთან ან კოლასთან ერთად.
BACARDI 8
BACARDI 8 სულ ცოტა რვაწლიანი დაძველების კარიბული რომების ნაზავია. ამ რომებს გულმოდგინედ შერჩეულ მუხის კასრებში აძველებენ კარიბის კაშკაშა მზეზე და შემდეგ ერთმანეთში აზავებენ საუკეთესო რომის მისაღებად. მის დასაზადებლად გამოიყენება 1862 წელს დონ ფაკუნდოს მიერ გამოგონებული რეცეპტი. BACARDI 8 ბაკარდის ტრადიციების, მემკვიდრეობისა და მგზნებარების ერთგვარი სიმბოლოა. გირჩევთ, მიირთვათ სუფთა სახით, ყინულთან ერთად.
საინტერესო ცნობები:
დღეს ბაკარდის რომები 170-მდე ქვეყანაში იყიდება და მას მსოფლიოს ყველა კუთხეში სვამენ.
ბაკარდის ყოველწლიური ჯამური გაყიდვები 20 მილიონ ყუთს აღწევს და ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად სასმელად რჩება.
დღეისათვის ბაკარდის ყველაზე მსხვილი ბაზრებია ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ევროპა.

ბაკარდი და სიგარა
სწორედ ჰავანაში დაიწყო რომი "ბაკარდისა" და სიგარის თავგადასავალი. ისინი ამ მიწაზე დაიბადნენ და მათი სახელები ერთმანეთს გადაეჯაჭვა კუბელთა და დახვეწილი სიამოვნების მოყვარულთა წარმოდგენებში.


ცნობილი ადამიანები და ბაკარდი
ლეგენდის თანახმად, ესპანეთის გვირგვინოსანი პრინცი გრიპისგან ბაკარდიმ მოარჩინა, მან კი მადლიერების ნიშნად კომპანიას სამეფო კარის მომწოდებლის ტიტული უბოძა.
მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ ბაკარდის საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, კომპანიამ კი მის პატივსაცემად სტატიების კრებული გამოსცა.
ცნობილია მომღერალ როდ სტიუარტის სიყვარული ბაკარდის მიმართ. ამბობენ, რომ ის დღეში ერთ ბოთლ ბაკარდის სვამს.

როგორ მივირთვათ
CUBA LIBRE
50 გ. BACARDI CARTA BLANCA
COLA
მაღალყელიან ჭიქაში რამდენიმე ნატეხი ყინული ჩაყარეთ, ნელ-ნელა დაასხით BACARDI BLANCA და შემდეგ კოლა. კოქტეილი შეგიძლიათ, მორთოთ ლიმონის თხელი ნაჭრით.
კოქტეილი BACARDI CARTA BLANCA
40 გ. BACARDI CARTA BLANCA
20 გ. ლაიმას წვენი
10 გ. გრენადინა
ბლენდერში ყინულთან ერთად ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი და მიირთვით მარტინის გაცივებული კოქტეილის ჭიქით.

BACARDI PINA COLADA
45 გ. BACARDI CARTA BLANCA
60 გ. ანანასის წვენი
30 გ. ქოქოსის ნაღები
ბლენდერში დამსხვრეულ ყინულთან ერთად აურიეთ ყველა ინგრედიენტი. იმისათვის, რომ მუდამ ნამდვილი ცოლადა მიიღოთ, გირჩევთ კოქტეილს BACARDI MIXERS PINA COLADA დაუმატოთ.

BACARDI MOJITO
50 გ. BACARDI CARTA BLANCA
პიტნის 12 ფოთოლი
1/2 ლაიმას წვენი
20 გ. შაქრის სიროფი
კოლინსის ჭიქაში მოათავსეთ პიტნის ფოთლები, ლაიმას წვენი და შაქრის სიროფი. ხის სანაყით აურიეთ შემადგენლობა, დაუმატეთ დამსხვრეული ლიმონი. შემდეგ დაუმატეთ სოდა და კარგად აანჯღრიეთ. კოქტეილი შეგიძლიათ პიტნის ფოთლით ან ლაიმას ნაჭრით მორთოთ. ისიამოვნეთ BACARDI MOJITO-თი - კუბის ლეგენდით.

BACARDI DAIQUIRI
40 გ. BACARDI CARTA BLANCA
20 გ. ლაიმას ან ლიმონის წვენი
10 გ. შაქრის სიროფი
კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბევრ ყინულთან ერთად ბლენდერში. დაასხით კოქტეილის გაცივებულ ჭიქაში ან ჭიქაში ჩაყარეთ ყინული.

BACARDI DAIQUERI ბანანის
1/3 მწიფე ბანანი
1 სუფრის კოვზი შაქარი
15 გ. ლაიმას ან ლიმონის წვენი
45 გ. BACARDI CARTA BLANCA(LIGHT-DRY)
1/2 ჭიქა დამსხვრეული ყინული

ეს ყველაფერი 10-20 წამის განმავლობაში ბლენდერით აურიეთ და შემდეგ კოქტეილის გაცივებულ ჭიქაში ჩაასხით.

BACARDI DAIQUIRI _ ატმის (2 პორცია)
90 გ. BACARDI CARTA BLANCA (LIGHT DRY)
1 კარგად გასუფთავებული ატამი
1 ჩაის კოვზი შაქარი
30გ ლაიმის ან ლიმონის წვენი
1/2 ჭიქა დამსხვრეული ყინული
ბლენდერში აურიეთ ინგრედიენტები 10-20 წამის განმავლობაში. ჩაასხით კოქტეილის გაცივებულ ჭიქებში. ეს NATIONAL PEACH COUNCIL–ის ოფიციალური სასმელია.

BACARDI DAIQUIRI ფორთოხლის
20 გ. ლაიმის ან ლიმონის წვენი
30 გ. ფორთოხლის წვენი
1 ჩაის კოვზი შაქარი
50 გ. BACARDI CARTA BLANCA (LIGHT DRY)
1/2 ჭიქა დამსხვრეული ყინული
ბლენდერში აურიეთ ინგრედიენტები 10-20 წამის განმავლობაში. ჩაასხით კოქტეილის გაცივებულ ჭიქაში.


BACARDI DAIQUIRI ანანასის
1/2½ კონსერვირებული ანანასი
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
1 ჩაის კოვზი შაქარი
50 გ. BACARDI CARTA BLANCA(LIGHT DRY)
1/2 ჭიქა დამსხვრეული ყინული
ბლენდერში აურიეთ ინგრედიენტები 10-20 წამის განმავლობაში. ჩაასხით კოქტეილის გაცივებულ ჭიქაში.

BACARDI PRESIDENT
70 გ. BACARDI GOLD
30 გ. MARTINI ROSSO
შეიკერში ყინულთან ერთად აურიეთ და გაცივებულ ჭიქაში ჩაასხით.

BACARDI WAVECUTTER
30 გ. BACARDI CARTA BLANCA 20 გ. შტოშის წვენი
20 გ. ფორთოხლის წვენი
ჩაასხით ბაკარდი ყინულიან ჭიქაში, დაუმატეთ შტოშისა და ფორთოხლის წვენები. კოქტეილი შეგიძლიათ, მორთოთ შტოშის ნაყოფით.

BACARDI HEMINGWAY
50 გ.BACARDI 8
1/2 ლაიმას წვენი
10 გ. გრეიფრუტის წვენი
10 გრამი ლიქიორი MARASHINO

BACARDII & CRANBERRY
20გ. BACARDI CARTA BLANCA (LIGHT DRY)
60 გ. შტოშის წვენი
მაღალყელიან ყინულებიან ჭიქაში ჩაასხით ჯერ რომი, შემდეგ შტოშის წვენი.

BACARDI & 7UP
20 გ. BACARDI CARTA BLANCA (LIGHT DRY)
60 გ. 7UP
მაღალყელიან ყინულებიან ჭიქაში ჩაასხით ჯერ რომი, შემდეგ 7UP. კოქტეილი შეგიძლიათ, მორთოთ ლიმონის ან ლაიმას ნაჭრით.
BACARDI GOLD SPECIAL
20 გ. BACARDI ORO
10 გ. ანანასის წვენი
1/2 ლაიმას წვენი
TRIPLE SEC -ის რამდენიმე წვეთი
ინგრედიენტები შეიკერით აურიეთ და კოქტეილი მაღალყელიან ყინულებიან ჭიქაში დაასხით.

BACARDI MAC
30 გ. BACARDI CARTA BLANCA
10 გ. AM
ნანახია: 1616 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0