ორშაბათი, 16.06.2025, 21:41:35
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მაისი » 10 » ლუდის ხარშვის ხელოვნება
02:33:08
ლუდის ხარშვის ხელოვნება
                            ლუდის ხარშვის ხელოვნება სათავეს ადრეულ წარსულში იღებს. თქვენ, ალბათ, არც კი იცით, რომ ეგვიპტეში ნაპოვნია ძეგლები, რომელთა მიხედვითაც, ლუდს იქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2800 წელს ხარშავდნენ. კედლის მხატვრობაზე, რომელიც ჩვ.წელთაღრიცხვამდე 2600-2190 წლებშია შესრულებული, გამოსახულია სხვადასხვაგვარი ლუდის ხარშვის პროცესი. პოპულარული გამოთქმა "ლუდი-თხევადი პური” ჯერ-კიდევ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში იცოდნენ. პურის ცხობა და ლუდის ხარშვა ეგვიპტეში ერთი კონცეფციით ხდებოდა, რადგან მაშინ ლუდს გახუხული, გამომცხვარი და მზეზე გამშრალი პურისგან ამზადებდნენ. ღარიბი, ძველი ეგვიპტელების ძირითადი სარჩო პური, ხახვი და ლუდი გახლდათ. უძველეს დროში მშენებელი ეგვიპტელის დღიურ რაციონს სამი პური, სამი კათხა ლუდი და რამდენიმე თავი ხახვი და ნიორი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ლუდის გარეშე, პირამიდის მშენებლობის დროს, სიცხეში, ალბათ, ვერავინ შეძლებდა სიმაღლეზე ასვლას. არ იქნებოდა ის ენთუზიაზმი, რომლის წყალობითაც ოცწელიწადში ხეოფსის პირამიდა აიგო, რომლითაც ახლა ეგვიპტელები თამამად იზიდავენ ტურისტებს. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ლუდის ხარშვის ტექნოლოგია ხალხს მოსავლისა და მიწისქვეშა სამყაროს ღმერთმა ოსირისმა გაანდო. ძველ ეგვიპტეში ლუდს ქალაქ პელუზიის პატივსაცემად პელუზიურ სასმელს უწოდებდნენ. მაშინ ითვლებოდა, რომ სწორედ ამ ქალაქში ხარშავდნენ საუკეთესო ლუდს. ბრიტანელი არქეოლოგების ჯგუფმა ტელ-ელ-ამარნის, ძველი ეგვიპტის დედაქალაქის გათხრების დროს იმ ლუდსახარშის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ნეფერტიტის მიერ აგებულ მზის ტაძარს ეკუთვნოდა. შემონახულია კედლის მხატვრობა, რომელზეც გამოსახულია ნეფერტიტი. იგი საცრის მსგავსი ჭურჭლიდან ასხამს ლუდს, რათა ნარჩენებისგან გაწმინდოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეფერტიტი ხორბლის მარცვლების სასმელის უბადლო დამამზადებელი იყო. ფარაონ რამზეს II-ის შემდეგ, ლუდი ეგვიპტელების საყვარელ სასმელად იქცა. ანიგოს დარიგებაში მოთხრობილია, თუ როგორ ხვდებოდნენ მშობლები საკუთარ სტუდენტ შვილებს "…მერე შენ წახვედი სკოლაში, როცა წერა-კითხვა შეისწავლე, მე ყოველდღე გელოდი შინ პურითა და ლუდით". ფარაონების სამარხებში აუცილებლად ტოვებდნენ ლუდს. ამის მიუხედავად, მაშინაც კი დიდი რაოდენობით ლუდის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოდ ითვლებოდა. ერთ-ერთ ქვის ნატეხზე ამოტვიფრულია შემდეგი ფრაზა "არ დაიღუპო თავი, როცა ლუდხანაში ზიხარ, არ დაკარგო ზომიერების გრძნობა და ნუ დაივიწყებ ფიცს…” სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი რეალობა სხვა კუთხით ვითარდება. როცა ადამიანებმა გაიგეს, რომ ყურძნის წვენი, როცა მას რამდენიმე კვირით დადგამ, ადამიანებზე უფრო ძლიერად მოქმედებს და მათ ათრობს, ისინი ლუდს მიეძალნენ. რომაელები ლუდს არ კადრულობდნენ, ისინი ღვინოს ამჯობინებდნენ, სწორედ ამიტომაც გახდნენ ბარბაროსების მსხვერპლნი. ინგლისში, ბელგიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში ლუდის ხარშვა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყეს. თუმცა ეს სასმელი დღევანდელი ინგრედიენტებით XIII –XIV საუკუნეებიდან არსებობს. ქალაქების დაარსებამდე მას ყველა ოჯახის მასპინძელი ამზადებდა. რაც შეეხება ქალაქებს, იქ იქმნებოდა ე.წ. ლუდსახარშები, სადაც სპეციალისტები სხვადასხვა ხარისხის ლუდს ამზადებდნენ. გერმანიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ბოკის” ხარისხის ლუდი (მიუნხენი) და "მუმმე” (ბრაუნშვეიგი). ცნობილი ინგლისური "პორტერი” 1770 წელს გაჩნდა.
ნანახია: 1106 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0