ორშაბათი, 16.06.2025, 16:04:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ლოქიორ გალიანოს აღარ აწარმოებენ
20:27:19
ლოქიორ გალიანოს აღარ აწარმოებენ
                                                                                                                     Bols-მა უარი თქვა ყველასათვის ცნობილი ლიქიორის "Galliano Vanilla"-ს წარმოებაზე, სამი ახალი, მომხმარებლისთვის უცნობი ლეგენდარული ლიქიორების სასარგებლოდ: Galliano L'autentico, Galliano Balsamico და Galliano Ristretto. ქართველი მომხმარებლისათვის ლიქიორი გალიანო ცნობილია როგორც ტკბილი ბალახის ლიქიორი. "Galliano Vanilla", 30% სიმაგრით და ვანილის არომატით. ლიქიორი შექმნილია 1896 წელს ცნობილი იტალიელი მეღვინეს და დისტილაციის დიდი ოსტატის არტურო ვაკარის მიერ, ქალაქ ლივორნოდან (ტოსკანა). მან თავის ლიქიორს უწოდა „გალიანო" და მიუძღვნა მაიორ ჯიუზეპე გალიანოს, კოლონიალური ომების გმირს აფრიკაში.1895 წელს იგი დაიღუპა სისხლიან ბრძოლაში თავის ჯარისკაცებთან ერთად. ლიქიორი შეიცავს 30–ზე მეტს არომატიულ სუნელებს და ბალახებს: ვარსკვლავიური ანისი, ხმელტაშუაზღვის ანისი, ჯანჯაფილი ციტრუსების ექსტრაქტი, ვანილი და სხვა.

ახალი გალიანო:

L'autentico (აუტენტიკო) – ვაკარის პირვანდელი სასმელის რეცეპტისკენ დაბრუნება, ახალ გალიანოს ვანილის ნაკლებად შეიცავს (მისი არომატი თითქმის შეუმჩნეველია). ლიქიორის სიმაგრეა 42.3%, ჩვენთვის კარგად ცნობილი "Galliano Vanilla''-სთან განსხვავებით, რომელიც შეიცავს მხოლოდ 30% სპირტიანობას.

Balsamico (ბალზამიკო) – ბალახეული ლიქიორია, გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი ცნობილი იტალიური ძმრის ბალზამიკოს არომატი, 37.6% – სიმაგრით.

Ristretto (რისტრეტო) – აქ გამოყენებული ორი ყავის Robusta-სი და Arabica-ს ექსტრაქტი, რაც ხელს უწყობს მდიდარი და სავსე ყავის არომატის შექმნას, რომელიმე უცხო გემოს გარეშე. მაშასადამე, Ristretto გახდა თავისებურად უნიკალური ყავის ლიქიორი. ახალ ლიქიორებს აწარმოებს საერთაშორისო ერთობლივი კომპანია "Maxximum” (მაქსიმუმი).

ნანახია: 964 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0