ორშაბათი, 16.06.2025, 23:13:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მარტი » 20 » JAMESON
13:19:17
JAMESON
ჯონ ჯეიმსონი კომპანიის დამაარსებელია და მან დიდი წვლილი შეიტანა ვისკის წარმოებაში, ასევე დანერგა ვისკის დისტილაციის ახალი მეთოდი. ის კაპიტალს უახლესი წარმოების პროცესებში აბანდებდა, ხოლო როდესაც საუკეთესო ვისკის წარმოებისათვის ქერი აღმოაჩინა, დაარწმუნა ადგილობრივი ფერმერები უფრო აქტიურად დაეწყოთ ქერის მოყვანა, თან ფერმერებს ხორბლითაც ამარაგებდა.

ჯონ ჯეიმსონი მოითხოვდა, რომ ვისკის დასაყანებლად მხოლოდ საუკეთესო კასრები გამოეყენებინათ. ამ სახით კი ირლანდიაში ვისკის დამზადების ტრადიცია ჩამოყალიბდა.
1820 წლისათვის John Jameson & Sun სიდიდით მეორე სახდელი ქარხანა იყო ირლანდიაში.

1858-დან 1863 წლამდე ყურძნის დაავადებამ საფრანგეთში ვენახების უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რამაც ღვინის ბრენდის წარმოებაზეც იმოქმედა და ვინც ტრადიციულად ბრენდის კონიაკს სვამდა, ყველა ვისკის მოხმარებაზე გადავიდა. ჯეიმსონის ვისკის გაყიდვებიც მკვეთრად გაიზარდა.

1890 წლისათვის ირლანდიამ საექსპორტო ბაზრის 90% დაიკავა, რაც ჯეიმსონის ქარხნის ყოველდღიური წარმოების 10%-ს შეადგენდა.

ამერიკაში, მშრალი კანონის შემოღებამდე ჯეიმსონი ყველაზე გაყიდვადი ვისკი "იუო”, თუმცა 1919 წლიდან ექსპორტი შეწყდა.

რაც შეეხება ევროპას, ჯეიმსონის ვისკი, 1922 წლამდე იქაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ირლანდიის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ (ვინაიდან დიდი ბრიტანეთი ყველა ქვეყანაში ბატონობდა), იმ ქვეყნებს, სადაც Jameson იყიდებოდა, ეკონომიკური ემბარგო დაუწესა და ამის გამო ირლანდია საერთოდ ვეღარ ყიდდა ვისკის.
მე-19-ე საუკუნეში არსებული 400 ქარხნიდან, გასული საუკუნის შუა წლებში მხოლოდ ხუთი გადარჩა: სამი სამხრეთ ირლანდიაში, ორი კი ჩრდილოეთ ირლანდიაში.
1966 წლის 8 მარტს John Jameson, John Powers და Cork distillers Company გაერთიანდნენ Irish Distillers Limited (IDL)-ში.

1998 წელს კი IDL ფრანგულმა კომპანია PERNOD RICARD შეიძინა და დღევანდელი მაჩვენებლითაც JAMESON ყველაზე გაყიდვადი ვისკია მსოფლიოში..

ხან წარმატების, ხანაც წარუმატებლობის და საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, მან მაინც ღირსეულად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი მსოფლიო ბაზარზე.

ქერი, ქერის ალაო, წყაროს წყალი და 220 წლიანი ისტორია... ეს ვისკი JAMESON-ია!

ნანახია: 1170 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0