|
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ბარმენთა საერთაშორისო დღე
19:55:02 ბარმენთა საერთაშორისო დღე |
6 თებერვალს მსოფლიოს ბარმენები აღნიშნავენ თავის პროფესიულ დღესასწაულს. ზეიმი დაკავშირებულია კათოლიკურ წმინდანს, ბენედიკტიელი ბერის და მისიონერის ამანდა მაასტრიხელის (584 – 686 სიცოცხლის წლები). ამანდა გახდა ოფიციალური მფარველი ყველას, ვისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ღვინოსთან (ალკოჰოლთან), მათ შორის იმათთან, ვინც ბარში მუშაობს. წმინდა ამანდი ქრისტიანობას ავრცელებდა საფრანგეთისა, გერმანიის და ფლანდრიის (ბელგია) მეღვინეობის რეგიონებში. მას ჰქონდა წყნარი და მფარველობითი მოპყრობა მედუქნეების მიმართ. ოცი წლის ასაკში მან მიატოვა მშობლიური სახლი და ერთერთ პატარა მონასტერში გახდა ბერი. მამა დაემუქრა მას, რომ დატოვებდა მემკვიდრეობის გარეშე – რაზეც მან ღიმილით უპასუხა: „ერთადერთი მემკვიდრეობა გამაჩნია – ქრისტე". შემდგომში გახდა განდეგილი ბერი ბურჟეს ტაძარში, მოგვიანებით მოგზაურობდა და ევანგელიას ქადაგებდა როგორც ეპისკოპოსი მისიონერი. იგი საფუძველს უყრიდა მონასტრებს. 40 წლის მოგზაურობის შემდეგ ქალაქ ელნონას მონასტერში გაჩერდა სადაც მოკლე ხანში გარდაიცვალა. წმინდა ამანდი მედუქნეების მფარველია, რაც შეიძლება იყოს გასაკვირი და სასაცილოც კი. მათთვის ვისაც აქვს ინფორმაცია მე-XIX საუკუნის კლასიკური ლიტერატურიდან, რა თქმა უნდა იციან, რომ დუქანი მოქეიფე და ჩხუბისთავების ადგილი იყო. ამისთანავე, დუქანი უპირველეს ყოვლისა პატარა უსაფრთხოების და სიმყუდროვის კუნძულია ამ უცხო სამყაროში, სადაც მოგზაური ყველასათვის უცხოა, მედუქნის გარდა.
|
ნანახია: 864 |
დაამატა: adrenalin77
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|