ორშაბათი, 16.06.2025, 23:55:13
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მაისი » 01 » არაყი(vodka)
00:57:16
არაყი(vodka)
                    არაყი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპირტიანი სასმელია.
უმეტეს სლავურ ენაზე "ვოდკა" წყალს ნიშნავს (ზოგჯერ ის იწერება როგორც "ვოდა", თუმცა გამოითქმის როგორც "ვოდკა"). სიტყვა "ვოდკას", პირდაპირი მნიშვნელობა ასეთია "ძვირფასი პატარა წყალი" _ ასე შეერქვა სახელი ამ კამკამა, უგემურ სპირტიან სასმელს, რომელიც ჰარმონიულად უთავსდება თითქმის ყველანაირ სასმელს.
ვისკის ისტორიის მსგავსად, არყის შექმნის ისტორიაც ბუნდოვანია. არყის დამზადების მეთოდის აღმოჩენას იჩემებენ რუსებიც და პოლონელებიც. მათ სხვებიც უერთდებიან. აღმოსავლეთ ევროპის რუკა თანდათან იცვლება და შესაძლოა სხვა ერებმაც დაიჩემონ არყის გამომგონებლობა. ერთი რამ ცხადია: არაყი შეიქმნა ჩრდილოეთ ან აღმოსავლეთ ევროპაში და რამდენიმე წყარო გვაუწყებს, რომ ის რუსეთში XIV საუკუნეში გამოჩნდა. 
ამერიკელებმა თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ 1930-იან წლებამდე. მათი ცოდნა რუსული რომანებითა და მეფის რუსეთზე გადაღებული ფილმებით შექმნილი წარმოდგენით შემოიფარგლებოდა. II მსოფლიო ომამდე მომხმარებელმა თითქმის არაფერი იცოდა ამ სასმელზე.



არყის ისტორია
ალკოჰოლი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრებაში. მის გავლენას შეგვიძლია მივაკვლიოთ 988 წელსაც კი! იმ წელს კიევის დიდ პრინცს ელჩებმა მოახსენეს, რომ ისლამი ძლიერი სასმელის დალევას კრძალავდა. შედეგად პრინცი ქრისტიანად მოინათლა და მას ბიზანტიიდან, მართლმადიდებლების ცენტრიდან, ღვინის დიდძალ მარაგს უგზავნიდნენ.
აღმოსავლეთ ევროპელები არ დააკმაყოფილა ფერმენტირებულმა ღვინომ. მათ აღმოაჩინეს, რომ ქვეყნის ამ ნაწილის ტემპერატურის წყალობით უფრო ძლიერალკოჰოლური სასმელის დამზადება შეეძლოთ.

რუსეთი
1540 წელს რუსეთის მეფემ, ივანე მრისხანემ სადისტილაციო ტავერნების ქსელი ჩამოაყალიბა და იზრუნა, რომ მიღებული მოგება პირდაპირ იმპერიის ხაზინაში შესულიყო. მან კანონგარეშედ გამოაცხადა ტავერნები, რომლებიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა და პოტენციურ მეტოქეებს აუკრძალა არყის გამოხდა. მეფისთვის არისტოკრატთა მხარდაჭერა მუდამ საჭირო იყო, სწორედ ამიტომ მათ არყის გამოხდის ნება დართო.
ხალხი ვერ შეაშინა დაწესებულმა აკრძალვებმა და მოსალოდნელმა მკაცრმა სასჯელმა. მომდევნო საუკუნეშიც გაგრძელდა არყის მალულად გამოხდა. ამავე დროს მეფის ტავერნები გაიფურჩქნა და მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. რუსეთში XVII საუკუნის ბოლოს ჩასული სტუმარი აღნიშნავდა, რომ ტავერნების რაოდენობა აბანოების რიცხვს აჭარბებდა.
კანონების მეშვეობით მონოპოლია არაყზე ძლიერდებოდა, თუმცა არისტოკრატები, აზნაურები და სახელმწიფო მოხელეები შეღავათებით სარგებლობდნენ და უფლება ჰქონდათ, გამოეხადათ არაყი. ასე რომ, გარდა სოციალური როლისა, არაყს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა რუსეთში.
XVII საუკუნის დასაწყისიდან ჩვეული გახდა არყის მორთმევა რუსეთის იმპერიულ ბანკეტებზე. ყველა ოფიციალური სადილი პურითა და არყით იწყებოდა. არაყს სვამდენენ რელიგიურ დღესასწაულებზე და საეკლესიო რიტუალების დროს. მასზე უარის თქმა დიდი სირცხვილი იყო.
პეტრე დიდი, რომელიც 1689 წლიდან 1721 წლამდე რუსეთის მეფე იყო, ცნობილი გახლდათ სტუმართმოყვარეობითა და სასმელის სიყვარულით. მის მიერ გამართულ ბანკეტებზე დიდი რაოდენობით იყო მისი საყვარელი სასმელი, არაყი. 
მოსკოვის გუბერნატორმა გაწვრთნა უზარმაზარი დათვი და ასწავლა სტუმრებისთვის არყის მირთმევა. თუკი ვინმე სასმელზე უარს ეტყოდა, დათვი მას ტანსაცმელს აგლეჯდა.

პოლონეთი
არყის დამზადება პოლონეთში გაცილებით ადვილი იყო. მხოლოდ რამდენიმე ოფიციალური შეზღუდვა არსებობდა. მართლაც, 1546 წელს, მეფე ჯან ოლბრეხტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს ჰქონდა არყის დამზადების უფლება.
შედეგად ბევრმა ოჯახმა დაიწყო არყის გამოხდა და XVI საუკუნისთვის პოლონეთში, მარტო ქალაქ პოზნანში უკვე 49 არყის მწარმოებელი იყო.
მომდევნო საუკუნეების მანძილზე არყის გამოხდა და მოხმარება პოლონეთის საზოგადოების ყველა ფენაში დამკვიდრდა. პოზნანი დღესაც არყის წარმოების ძირითადი ცენტრია პოლონეთში.

წარმოება
დისტილაციის მთავარი ამოცანა ფერმენტირებულ სითხეში წყლისა და ალკოჰოლის დაცალკევებაა. წყალი უფრო მაღალ ტემპერატურაზე იყინება, ვიდრე ალკოჰოლი, ამიტომ აღმოსავლეთ ევროპელებს ზამთრის თვეების განმავლობაში ფერმენტირებული სითხის გაყინვით შეეძლოთ ალკოჰოლის გამოცალკევება. შედეგად იღებდნენ ფერმენტირებულ სითხეზე ძლიერ სასმელს. ასეთი იყო ძლიერი სპირტიანი სასმელის დამზადების ადრეული მეთოდი აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან მხოლოდ XV საუკუნეში გავრცელდა დისტილაციის ახალი მეთოდები. XV საუკუნიდან მოყოლებული XIX საუკუნის შუამდე ყველა არაყი სახდელ ქვაბში მზადდებოდა და ამისთვის ადგილობრივი რესურსები _ ხორბალი, ქერი, ჭვავი, პამიდორი და ბრინჯი გამოიყენებოდა.
ბადაგი შემდეგნაირად მზადდებოდა: ყურძენს ადუღებდნენ, რათა მიეღოთ შაქრად გადასაქცევი სახამებელი. დისტილაციამდე ტკბილი ლიქიორი ბუნებრივად უნდა დადუღებულიყო. თანდათან აღმოსავლეთ ევროპაში დაიხვეწა არყის წარმოება. თავიდან არაყს მხოლოდ ერთხელ ხდიდნენ, მაგრამ გამომხდელებმა ნელ-ნელა შეიტყვეს რამდენჯერმე გამოხდის უპირატესობები.
რამდენჯერმე გამოხდის შედეგად სპირტიანი სასმელი უფრო ძლიერი და სუფთაა. აღმოსავლეთ ევროპელებმა ფილტრაციის მეთოდიც აითვისეს და არაყიც უფრო სუფთა გახდა. დასაწყისში სასმელს მდინარის ქვიშით ან ფეტრით ფილტრავდნენ, XVIII საუკუნის ბოლოს კი ამისათვის ნახშირის გამოყენება დაიწყეს. დღემდე მისდევენ იმ დროს დამკვიდრებულ გაფილტვრის სტანდარტებს.
გასულ საუკუნეში უწყვეტი სახდელი აპარატის გამოგონების წყალობით გამომხდელებმა შეძლეს უფრო მაგარი არყის დამზადება.
არაყთა უმეტესობა უფეროა და მხოლოდ სპრიტის სუფთა არომატი აქვს. ის მსუბუქი და ოდნავ ზეთოვანია. სხვადასხვა ბრენდს სხვადასხვა დამახასიათებელი თვისება აქვს და ზოგიერთის წარმოება საუკუნეების წინ დაიწყო.
აღმოსავლეთ ევროპაში არომატული არყის დამზადების დიდი ტრადიციაა. ტრადიცია სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც არაყი ოჯახებში მზადდებოდა და მას სხვადასხვა მცენარეულით თუ ხილით აძლევდნენ არომატს.


იდეალური რუსული არაყი
RUSSKI STANDART

2001 წლის შედეგების მიხედვით ეროვნულმა ალკოჰოლურმა ასოციაციამ
"რუსკი სტანდარტი" საუკეთესო პრემიუმ არყად აღიარა რუსეთში.

ისტორია
XIX საუკუნის ბოლოს, ისევე როგორც ახლა, რუსეთში მკვეთრად დაეცა გასაყიდად გამოტანილი არყის ხარისხი. საფრთხის წინაშე დადგა ერის ჯანმრთელობა და რუსული პროდუქტის იმიჯი საერთაშორისო ბაზარზე.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ალექსანდრე III-ის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი ქიმიკოსი და არყის დიდი დამფასებელი, დ. ი. მენდელეევი. კომისიის წევრები იყვნენ გამოჩენილი რუსული მედიკოსები, ქიმიკოსები, მეღვინეები და ეკონომისტები. კომისიამ შეიმუშავა რუსული მაღალი ხარისხის არყის სტანდარტი. 1894 წელს სტანდარტი რუსეთის მთავრობამ დააპატენტა.
ამ სტანდარტის თანახმად:
1. სუფთა სპირტი არყის (წონის და არა მოცულობის) 40%-ს უნდა შეადგენდეს.
2. არაყმა უნდა გაიაროს მინიმუმ სამი დისტილაცია და გაიფილტროს ნახშირის (სასურველია, ნეკერჩხლის ხის) ფილტრით.
გარდა ამისა, ნამდვილი არყის დამზადების ფორმულა გულისხმობს მსუბუქი, ჟანგბადით მდიდარი წყლის გამოყენებას. ასევე დამტკიცდა, რომ ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვს მხოლოდ მარცვლეულზე დამზადებულ არაყს. ის არ იწვევს აგრესიულობას ან დეპრესიას, ზომიერად მიღებისას არ წამლავს ორგანიზმს.

წარმოება
არაყი "რუსკი სტანდარტი" მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება:
_ "ლუკსის" მარკის მარცვლეულის სპირტი
_ ჩრდილოეთ რუსეთის მსუბუქი, მრავალჯერ გაწმენდილი და ჟანგბადით გამდიდრებული "ცოცხალი" წყალი
_ ხორბლის ნაყენი
"რუსკი სტანდარტის" რეცეპტი 1894 წელს მენდელეევის მეთაურობით სამეფო კომისიის მიერ შემუშავებულ რუსული არყის სტანდარტს შეესაბამება. სწორედ ამიტომ "რუსკი სტანდარტი" რუსული არყის სტანდარტია.
"რუსკი სტანდარტის" ასორტიმენტი
არაყი "რუსკი სტანდარტი" ორი სახისაა: "რუსკი სტანდარტ ორიგინალნი" და "რუსკი სტანდარტ პლატინუმ". პირველი კლასიკური შემადგენლობის არაყია, სუფთა და კეთილშობილი.
2001 წელს რუსული უმაღლესი ხარისხის არყის "რუსკი სტანდარტის" ტრადიციებით ახალი პროდუქტი "რუსკი სტანდარტ პლატინუმი" დამზადდა. არყის დამზადებისას ვერცხლის ფილტრის მეთოდი გამოიყენება, რის შედეგადაც არაყს უფრო მდიდარი არომატი აქვს და ზედმიწევნით სუფთაა. ამ მეთოდის წყალობით "რუსკი სტანდარტ პლატინუმს" უნიკალური გემო აქვს.
"რუსკი სტანდარტ პლატინუმის" ბოთლს დაბინდული ბროლის მაგვარი ფაქტურა აქვს. ამგვარი ფაქტურის თვისებები ძველთაგანვე ცნობილია, ასეთ ბოთლში ჩასხმული სითხე გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს სიცივეს, ვიდრე ჩვეულებრივი შუშით დამზადებულ ბოთლში მოთავსებული სასმელი.
ახალი "დაბინდული" ბოთლების წყალობით "რუსკი სტანდარტ პლატინუმი" გაცილებით ხანგრძლივად ინარჩუნებს ტემპერატურას, ვიდრე სხვა დანარჩენი არყები.

როგორ დავლიოთ
შემუშავებული სტანდარტების მიხედვით დამზადებული არაყი არამარტო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არამედ მისი ზომიერი მიღება სასარგებლოცაა. მას შესანიშნავი გემო აქვს. შეიძლება ითქვას, რომ "რუსკი სტანდარტი" პრემიუმ კლასის არყის სტანდარტია.
რუსეთში მიღებულია არყის ცივად და ერთი გადაკვრით დალევა. აი, რატომ: ითვლება, რომ კარგად გაციებული არაყი უკეთ ისმება, რადგან კარგავს სიმძაფრესა და უსიამო გემოს. გარდა ამისა, კარგად გაციებული არაყი შეგიძლიათ უფრო მეტი რაოდენობით მიირთვათ, რადგან ორგანიზმი მას ნელა ითვისებს. არაყს გადაკვრით კი იმიტომ სვამენ, რომ არ იგრძნონ მისი მწველი სიმწარე.
თუმცა, ზედმეტად გაციებულ არაყში წყალი, რომელიც არყის შემადგენელი ნაწილია, ყინულის კრისტალებად იქცევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაზავში წყლის რაოდენობა მცირდება, ხოლო სპირტის _ იზრდება. შედეგად არაყი უფრო მაგარი ხდება და მას სპირტის ძლიერი გემო და სუნი აქვს.
მაღალი ხარისხის არაყი, "რუსკი სტანდარტი" არსებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება. ის სრულყოფილი, კეთილშობილი სასმელია. თუ გაყინავთ მას, მიირთვით ისეთი, როგორიც არის. არყის ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. დალიეთ ნატურალური სახით, პატარ-პატარა ყლუპებით _ მხოლოდ ასე შეიგრძნობთ ამ პროდუქტის ხარისხს და ჭეშმარიტ სიამოვნებას მიიღებთ.

საინტერესო ცნობები:
"რუსკი სტანდარტის" ორიგინალობა არა მარტო მის რეცეპტშია, არამედ ბოთლის ვიზუალურ სახეშიც.
_ ბოთლის ფორმას კრემლის
"მეფის ზარის" ფორმა აქვს
_ ეტიკეტის ფორმა და შუშის გრავიურა ტრადიციული რუსული სტილითაა შესრულებული
_ ბოთლის პლატინისფერ-ვერცხლისფერი ტონი "თავშეკავებული ფუფუნების" იდეას ატარებს
_ გერბი და დ. ი. მენდელეევის ხელმოწერა ხაზს უსვამს დიდი რუსეთის ისტორიულ მემკვიდრეობას
_ ალკოჰოლური პროდუქტებისთვის პირველად გამოყენებული წრიული ეტიკეტი იშვიათი და ძვირადღირებული ტექნოლოგიითაა დამზადებული.

SMIRNOFF
მსოფლიოს N1 არაყი


ამ არაყმა თავდაპირველად აღიარება რუსეთში მოიპოვა, სხვა კონტინენტებზე კი სულ სხვა პერიოდში გავრცელდა, მაგრამ ისეთივე წარმატებით. SMIRNOFF–ის ტრიუმფალურმა სვლამ განაპირობა ის, რომ არაყი ყველაზე პოპულარული სპირტიანი სასმელი გახდა მთელს მსოფლიოში, 1970-იან წლებში მან ვისკისა და რომსაც აჯობა. დღეს კომპანია PIERRE SMIRNOFF ყოველწლიურად ამ არყის 15 მილიონ ყუთს ყიდის 150 ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე SMIRNOFF–ის 700 000 ბოთლზე მეტი იყიდება. 
საკუთარი არსებობის ორი საუკუნის მანძილზე არაყი SMIRNOFF რეოლუციასა და ორი სამამულო ომს შეესწრო. მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა შესანიშნავი ტრადიციები და მაღალი ხარისხის პროდუქტის რეპუტაცია. მან დიდი გზა გაიარა ალექსანდრე II-ის აღიარებიდან ჰოლივუდამდე თუ მხოფლიო აღიარებამდე. 
დღეს ის უბრალოდ N1 არაყია.
არაყი SMIRNOFF–ის ისტორია
გვარი SMIRNOFF_ია, რომელიც არყის სახელად იქცა, რუსულია, ისევე როგორც თავად პროდუქტი _ ის თამამად შეგვიძლია ეროვნულ სასმელად მივიჩნიოთ. ეს მტკიცება სავსებით შეეფერება რეალობას, სავაჭრო მარკა ას წელზე მეტია არსებობს და მისი ფესვებიც რუსულია. მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება საფუძვლიანი კითხვა: რატომ იწერება არყის დასახელება ლათინური ასოებით? პასუხი საკმაოდ მარტივია: არაყი ტიპირი რუსული პროდუქტია, თუმცა მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო არამარტო რუსეთში. 
XIX საუკუნის მეორე ნახევარში პეტრე სმირნოვის, სმირნოვების ბიზნესის დამფუძნებლის, კომპანია არყისა და ლიქიორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა მთელს რუსეთში. 1900 წლისათვის არაყი სმირნოვი, სწორედ რომ ასეთი წარწერით, პოპულარული გახდა ევროპაში. პიერ სმირნოვის (ფრანგულად, რომელიც იმ დროს იმპერიის კარის ენად ითვლებოდა, ასე უწოდებდნენ პეტრე სმირნოვს) არაყი მიეწოდებოდა ესპანეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის სამეფო კარებს. სმირნოვების ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო მსოფლიოში. ასე რომ, ლათინური წარწერა არა საზღვარგარეთისთვის გაკეთებული რევერანსია, არამედ ისტორიის შედეგი. ის დღეს ხარისხის სიმბოლოდ აღიქმება და არა რუსული გვარის დამახინჯებულ ფორმად. 
სულ ეს არის ცნობილი ამ არყის რევოლუციამდელ წარსულზე. დღევანდელ არაყს წინაპრისგან მხოლოდ სახელი და საექსპორტო ხარისხი გამოჰყვა. ბედის წყალობით სავაჭრო ნიშანმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა და ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობდა. მიუხედავად ყველა ქარტეხილისა, მისი ისტორია არასოდეს შეწყვეტილა.
XIX საუკუნის ბოლოს პეტრე სმირნოვი გარდაიცვალა და საქმე სამ ვაჟიშვილს, პეტრეს (რომელიც მალევე გარდაიცვალა), ვლადიმერსა და ნიკოლაის დაუტოვა. უდარდელ ცხოვრებას მიჩვეულ ვლადიმერს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება მოუწია. ვინ იცის, იქნებ ვლადიმერი შეძლებდა კიდეც მამის დაწყებული საქმის ჯეროვნად გაგრძელებას, მაგრამ სხვადასხვა გარემოებამ მისი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა.

ემიგრაცია
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყდა არყის წარმოება და 1917 წლის რევოლოუციის მერე სმირნოვების ქარხანა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, ისევე როგორ სხვა მრავალი კერძო საწარმო. ვლადიმერი დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მან შეძლო პატიმრობიდან თავის დაღწევა და ემიგრაციაში წავიდა, თავდაპირველად პოლონეთში, შემდეგ კი საფრანგეთში. 1918 წელს სხვათა მსგავსად ვლადიმერმა რუსეთი დატოვა, თან გროშიც კი არ გააჩნდა იმ უზარმაზარი ქონებიდან, რომელსაც რევოლუციამდე ფლობდა. მან თან წაიღო არა მატერიალური კაპიტალი, არამედ მამისგან მიღებული ცოდნა, გამოცდილება, სახელი, სავაჭრო მარკა, მსოფლიოს საუკეთესო არაყის რეცეპტები.
20-იანი წლების დასაწყისში ვლადიმერმა წარმოება გახსნა პოლონეთში (ლვოვში). პროდუქტის განვითარებაზე გაწეული ძალისხმევის წყალობით მალე ის საფრანგეთში აღმოჩნდა. წესით, ახლა უნდა დაიწყოს ზღაპარი "ახდენილ ამერიკულ ოცნებაზე". თუმცა, სინამდვილეში 20 დოლარი არ გადაიქცა 2 მილიონად. არყის სამყარო, რუსეთის გამოკლებით, არ იცნობდა და არ იღებდა ამ პროდუქტს. ვლადიმერმა საკუთარ თავზე გამოსცადა ემიგრაციის მთელი სირთულე, ცდილობდა რომელიმე ქვეყანაში მოეკიდებინა ფეხი და არყის წარმოება დაეწყო. არც სავაჭრო ნიშანი " SMIRNOFF " იყო კარგ დღეში. ეს მის ვიზუალურ სახეზეც აისახა _ უღიმღამო ბოთლებზე უბრალო ქაღალდის ეტიკეტებს აკრავდნენ. სადაცაა ვლადიმერის მიერ კონსტანტინოპოლში, ლვოვში და საფრანგეთში დაარსებული მცირე საწარმოებიც გაბანკროტდებოდნენ. ასე მოხდებოდა, რომ არა რამდენიმე ბედნიერი შემთხვევითობა.

მეორედ დაბადება
ამ ბრენდის შედარებით დაწვრილებით ისტორიას 30-იანი წლებიდან შეგვიძლია ვადევნოთ თვალყური. ამ დროს პირველი საბედნიერო დამთხვევა ხდება. პარიზში ვლადიმერი ხვდება ნაცნობს, რუდოლფ კიუნეტს, რომელიც მათ რევოლუციამდე მარცვალს აწვდიდა. სწორედ ამ დროს უქმდება მშრალი კანონი ამერიკაში. კიუნეტი ვლადიმერს სთავაზობს, რომ არაყი არც თუ ურიგოდ გასაღდება ამერიკაში. რუდოლფმა ნახა, რომ ვლადიმერის საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა, ამიტომ სთხოვა მას სავაჭრო მარკაSMIRNOFF-ის აშშ-ში გამოყენების უფლება მიეცა. ასე დააარსა შოციეტე PIERRE SMIRNOFF FILS RUDOLF KIUNETMA ნიუ იორკში, 1933 წელს. 1934 წლის დასაწყისში კი დაიწყო ცნობილი არყის, SMIRNOFF-ის წარმოება აშშ-ში. ცხადია, სმირნოვი თავად ვერაფრით შეძლებდა ამერიკაში აღმოჩენას და მით უმეტეს, არასოდეს ჰქონია გეგმაში იქ არყის წარმოების დაწყება. კიუნეტისთვის კი ეს იყო ქვეყანა, სადაც ცხოვრობდა და და სადაც, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი სანაცნობო წრე ჰყავდა. ასე გაჩნდა ამერიკაში (SMIRNOFF–ის მწარმოებელი პირველი საწარმო. სწორედ ნიუ იორკში, როკფელერისა და ფორდის, ჯაზისა და ჰოლივუდის დროს დაიწყო SMIRNOFF–მა ახალი ცხოვრება.
თუმცა, ახალმა მფლობელმა ყველაფერი ვერ გათვალა. მშრალი კანონი კი გაუქმდა, მაგრამ ამერიკელები ჯინისა და ვისკის დალევას განაგრძობდნენ. კიუნეტი რეალობას შეეჯახა: ამერიკელები არაყს არ სვამდნენ, ის მათთვის უცხო და გაუგებარი სასმელი იყო. ეს იყო ბურბონის, კოქტეილისა და ჯინის სამყარო და 1937 წლისთვის კიუნეტის საწარმო კრახის პირას აღმოჩნდა. საჭირო იყო ამერიკელებთან მათ ენაზე საუბარი. სმირნოვი კი კვლავ რეკლამირდებოდა, როგორც არაყი და ამერიკელებიც არ იღებდნენ მას. კიუნეტმა ვლადიმერ სმირნოვის გზა გაიმეორა _ უფლების შესყიდვიდან ძალიან მალე გაბანკროტების ზღვარზე აღმოჩნდა და იძულებული შეიქმნა, საწარმო იაფად, ნარჩენი ღირებულებით გაეყიდა. თავიდან მან 50000 აშშ დოლარი მოითხოვა, საბოლოოდ კი უფლება სავაჭრო ნიშანზე და პატარა საწარმო გაცილებით იაფად გაყიდა. 
ყველაფერი ჯონ მარტინის, კომპანია "ჰიუბლაინის" მენეჯერის, ხელში გადავიდა. ფირმა იმ დროისთვის ალკოჰოლური სასმელების მსხვილი მწარმოებელი იყო. აშშ-ში არაყი ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. პარალელურად, ჯონ მარტინიმ შეიძინა სავაჭრო მარკის სხვა ქვეყნებში გამოყენების უფლება. ასე დაიბადა მეორედ ტიპური რუსული პროდუქტი ოკეანის გაღმა. საინტერესოა, რა მოიმოქმედა ჯონ მარტინიმ, რათა ჯიუტ ამერიკელებს ჩვეულ ვისკიზე უარი ეთქვათ?

წარმოება
რუსეთში დაბრუნება

წარმოებული და მოხმარებული არყის რაოდენობის მიხედვით რუსეთი ტრადიციულად ყველაზე წარმომადგენლობითი ბაზარია. ვერსად ვერ შეხვდებით სამამულო თუ იპორტირებული არყების ასეთ ფართო ასორტიმენტს, როგორც რუსეთში. 
80-იანი წლებიდან არაყი SMIRNOFF იყიდება რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. თავდაპირველად, არაყი SMIRNOFF იყიდებოდა მაღაზიათა ქსელში "ბერიოზკა", შემდეგ კი სხვადასხვა სავაჭრო ქსელში.
1997 წელს რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ქარხანაში (ს. პეტერბურგში) ამ არყის წარმოება დაიწყო. წარმოება კომპანია PIERRE SMIRNOFF–ის ლიცენზიით, ტექნოლოგიითა და კონტროლით ხორციელდება. ხარისხის უმკაცრესი კონტროლი 48 სხვადასხვა სახის შემოწმებას ითვალისწინებს. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა არყის წარმოებაში. არაყი ნელ-ნელა, მინიმუმ რვა საათის განმავლობაში გადის მაგარი ხისგან დამზადებულ ნახშირის ფილტრში. შედეგად ის სუფთავდება უმცირესი მინარევისგანაც კი.


წარმოების პირობები
წარმოების ყოველი ეტაპი მკაცრად კონტროლდება თანამედროვე მოწყობილობების საშუალებით. გარდა რთული ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებისა, გამოიყენება ტრადიციული ხერხებიც: მოწმდება გემო (დეგუსტაცია), ისიც, დაჰყვება თუ არა სასმელს სხვა არომატები.

დამატებითი გამოხდა
ნებისმიერი არყის მთავარი ინგრედიენტი ნეიტრალური სპირტია.
SMIRNOFF –სა და სხვა არყებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება გამოყენებული ნეიტრალური სპირტის ხარისხია. სპეციალისტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არჩევენ საუკეთესო სპირტს და გაზავებამდე აუმჯობესებენ მის მაჩვენებლებს.

შეზავება
დემინერალიზებული წყალი ნახშირით იფილტრება, რათა გასუფთავდეს ორგანული და არაორგანული მინარევებისგან. წყალი გადის იონის გამცვლელ სვეტებში, რათა გაიწმინდოს სხვა შესაძლო მინარევებისგან. თუკი წყალი ასე არ გაიწმინდება, არაყი შესაძლოა დაბინძურებული გამოვიდეს.

გაფილტვრა სისუფთავისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად
ნედლეული _ ნახშირი. კომპანიის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ სითხეს ყველაზე უკეთ მყარი ხეებისგან (მაგ. ცაცხვი, ნეკერჩხალი) დამზადებული სპეციალური ნახშირი ფილტრავს. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი ტიპის ნახშირი გამოიყენება არყის დასამზადებლად.

სპირტის გაწმენდა
აქტივაცია ნახშირის თერმულ, 500 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე დამუშავებას გულისხმობს. აქტივაციის შედეგად ნახშირი ფოროვანი ხდება და კარგად იწოვს ყველა მინარევს, მათ შორის ისეთებსაც, რომელთა მოშორებაც შეუძლებელია დისტილაციით.

საბოლოო შეზავება
ნედლეული _ დემინერალიზებული წყალი და ძლიერი, გაწმენდილი არაყი. საბოლოო შეზავებისას ერთმანეთში ურევენ გარკვეული რაოდენობის წყალსა და არაყს. ამის შემდეგ შესაძლებელია პროდუქტის ბოთლებში ჩამოსხმა. თუმცა, ბოთლებში ჩამოსხმამდე, მოწმდება პროდუქტის შესაბამისობა სისუფთავისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან.

ბოთლებში ჩამოსხმა
ტექნოლოგიური პროცესის დასრულებამდე მოწმდება შეფუთვის ყველა ელემენტი, მათ შორის საცობები და ეტიკეტები. მინარევების შესაძლო მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბოთლები სპირტიან-წყლიანი სითხით იწმინდება და მხოლოდ ამის შემდეგ ისხმება მათში არაყი.

ძველი ახალი სასმელი _
"ბელოე ვისკი" (თეთრი ვისკი)
1939 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა ვლადიმერ სმირნოვი. სავაჭრო ნიშანი
SMIRNOFF ამერიკაში საბრალო არსებობისთვის იყო განწირული. სასწაული თუ გამოასწორებდა მდგომარეობას და ეს სასწაული მოხდა.
SMIRNOFF-ის წარმოებისა და გაყიდვის უფლების შეძენის შემდეგ კომპანია "ჰიუბლაინმა" გამოუშვა არყის 2000 ყუთი. არყის საცობზე ასეთი წარწერა იკითხებოდა: "SMIRNOFF _ wite whiskey". იდეა თავისთავად დაიბადა. ჯონ მარტინი მარტივად მიუდგა ყველაფერს. ის არ მოითხოვდა ამერიკელებისგან დაელიათ მათთვის უცნობი სასმელი. მან მხოლოდ ერთი რამ აუწყა ამერიკელებს: "გაიცანით, ეს თეთრი ვისკია", ვისკი, რომელიც სიმაგრეს მატებს ნებისმიერ კოქტეილს, ვისკი, რომელსაც არც ფერი აქვს, არც გემო და არც სუნი, სამაგიეროდ ის მაგარია. 1940 წელს, სამხრეთ კაროლინაში გაჩნდა სარეკლამო პლაკატები სწორედ ასეთი სლოგანით: " SMIRNOFF-ის თეთრი ვისკი გემოსა და სუნის გარეშე".
როდესაც მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ეგრეთწოდებული თეთრი ვისკის გამოყენება ნებისმიერ კოქტეილში იყო შესაძლებელი,
SMIRNOFF-ის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. ასე დაიპყრო ამერიკელების გულები SMIRNOFF-მა. 

"მოსკოველი ჯორი"
ამერიკელები შესაშური სიჯიუტით აგრძელებდნენ მათთვის ნაცნობი ვისკის დალევას და მხოლოდ შიგა და შიგ თუ დააგემოვნებდნენ თეთრ ვისკის. ასეთივე შესაშური სიჯიუტით არ იზრდებოდა ახალი პროდუქტის გაყიდვები, ხოლო თუ იზრდებოდა, მხოლოდ მცირედით. ჯონ მარტინს კინაღამ კომპანია დაატოვებინეს ასეთი სარისკო პროექტის წამოწყების გამო. ამერიკელთა სიჯიუტისა და კონსერვატიულობის საბოლოოდ დასამარცხებლად კიდევ ერთი, მარტივი და ეფექტური სვლა იყო საჭირო. მარტინმაც იპოვა გამოსავალი. იმ დროს მისი ერთ-ერთი მეგობარი, ჰოლივუდში რესტორნის მფლობელი ჯეკ მორგანი ახალ კოქტეილს იგონებს და მას "მოსკოველ ჯორს" არქმევს. კოქტეილი ჯაჯაფილის ლუდის, არაყი
SMIRNOFF–ისა და ლიმონის ნაჭრისგან შედგება. კოქტეილის სახელი ამერიკელთათვის ეგზოტიკური (მოსკოველი) და ახლობელი (ჯორი) უნდა ყოფილიყო. მარტინმა მას რეცეპტი გამოართვა, ფოტოაპარატი "პოლაროიდი" შეიძინა და ბარიდან ბარში სიარულს მიჰყო ხელი. დანარჩენი მხოლოდ ამერიკელთა ცნობისმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზე იყო დამოკიდებული. მარტინი თითოეულ ბარმენს სთავაზობდა ახალი კოქტეილის რეცეპტს. როდესაც ბარმენი მისი რეცეპტით კოქტეილის დამზადებას შეუდგებოდა, მარტინი მას ორ სურათს უღებდა, ერთს ბარმენს უტოვებდა, მეორე კი სხვა ბარში მიჰქონდა და მიამიტი ამერიკელების გაბითურებას იწყებდა: "ხალხნო, თქვენს ცხვირწინ ახალთ-ახალ კოქტეილს, "მოსკოველ ჯორს" ამზადებენ, საოცრად კარგად იყიდება." ილეთი შესანიშნავად მუშაობდა. ამერიკა, როგორც ვიცით, ბარების, კაფეებისა და რესტორნების ქვეყანაა. რუსული ფესვების მქონე ამერიკელი ცხოველის არაყიც ბარებს მოედო. ამ ამბავმა პრესის ყურადღებაც მიიპყრო და არყის გაყიდვაც დაიწყო. ამ დროს ქუჩებში უკვე ჩნდება სარეკლამო ფარები, არაყი გამუდმებით ესწრაფის, კოქტეილებიდან გამო
ნანახია: 3361 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 3.6/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0