ორშაბათი, 16.06.2025, 15:18:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » მარტი » 20 » ამერიკული ვისკი
13:42:44
ამერიკული ვისკი
რა თქმა უნდა პირველი ვისკი ამერიკაში შეიქმნა, შოტლანდიიდან და ირლანდიიდან გადასახლებული მოსახლეობის წყალობით, რომლებმაც მიატოვეს საკუთარი მხარე უკეთესი ცხოვრების ძიებაში. შედეგად თავისი სახელწოდებისთვის ამერიკულმა ვისკიმ მემკვიდრეობით მიიღო ირლანდიური მართლწერა -whiskey. აღსანიშნავია, რომ თავისი ისტორიის დასაწყისში ეს სასმელი პოპულარული იყო უფრო როგორც იაფი სპირტიანი სასმელი, რომელიც არ განსხვავდებოდა განსაკუთრებით დახვეწილი გემოთი. ამერიკელები ამზადებდნენ ვისკის სიმინდისა და ქერის ნარჩენებისგან. ეს სასმელი სხვა სასმელებზე უკეთესად ზრდიდა მამაკაცთა, ახალი ველური ქვეყნის პირველაღმომჩენების მორალურ სულს, რომლებიც მას იყენებდნენ ასევე ყველა დაავადებისგან სამკურნალო წამალს, ამერიკული ვისკის გზა უმაღლეს ხარისხამდე და საყოველთაო აღიარებამდე არ იყო ადვილი მისაღწევი. მას მოუწია რომისთვის ხანგრძლივი კონკურენციის, ასევე მთავრობის ინტრიგების გაძლება, რომელიც არ უჭერდა ვისკის მხარს, ვიდრე იგი ეროვნულ ამერიკულ სასმელად იქცეოდა. 
წარმოება.
მარცვლოვანი კულტურები სუფთავდება და იცრება. შემდეგ ისინი იფქვება ფქვილად, რომელსაც ურევენ ცხელ წყალს და მიღებულ მასას ხარშავენ. ეს პროცესი არამარტო ცვლის შებოლვას ტორფის გამოყენებით (შოტლანდიური ვისკის შემთხვევაში), არამედ ემსახურება მარცვლის შემადგენლობაში შემავალი სახამებლის შაქრად გადაქცევას, რომელიც აუცილებელია დუღილისთვის. გაციების შემდეგ მასაში ამატებენ საფუარს. დუღილის შედეგად მიიღება ლუდი, რომელიც ექვემდებარება გამოხდას (დისტილაციას) «patent still» - ის აპარატში 65%-იანი სიძლიერის სითხის მიღების მიზნით. წყლის დამატების შემდეგ სასმელის სიძლიერე ეცემა 50%-მდე, და შემდეგ ინახება მუხის დამწვარ კასრებში. საინტერესოა, რომ ასეთი კასრების გამოყენების იდეა, როგორც ჩანს შემთხვევით წარმოიშვა. ხანძრის შემდეგ ერთ-ერთ საწყობში გამოუვალი მდგომარეობის გამო იძულებულები ივენენ ვისკი ნახევრად დამწვარ კასრებში შეენახათ, ამან იმდენად გააუმჯობესა სასმელის ხარისხი, რომ შემდეგ ჯერზე უკვე დაიწყო კასრების სპეციალურად დაწვა.
ამერიკული ვისკის - Straight Whiskey (სთრეით ვისკი) – ს სახეები. სპირტიანი სასმელი, რომელიც მიღებულია მარცვლეულის მასალის გადადუღებული მასის გამოხდით, შეიძლება გაზავდეს მხოლოდ და მხოლოდ წყლით და უნდა გაიაროს დაძველების მინიმუმ 2 წელი. ეს ვისკი შეიძლება შევადაროთ შოტლანდიურ single malt – ს იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ტიპის ვისკის წარმოება ხდება ერთ გამოსახდელ ქარხანაში. იგი შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:
ამერიკული ვისკის ძირითადი კლასიფიკაცია

წარმოების საერთო გამოყენებული ტექნოლოგიის მიხედვით გამოყენებული მარცვლის მიხედვით გამოყენებული დუღილის პროცესის მიხედვით ფილტრაციის პროცესის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული კონტროლის სისტემის მიხედვით

წარმოების საერთო ტექნოლოგიების მიხედვით: Straight Whiskey, Blended Whiskey, Light Whiskey
გამოყენებული მარცვლის მიხედვით: Bourbon, Corn Whiskey, Rye Whiskey, Wheat Whiskey
სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული კონტროლის სისტემა: Bottled-in-Bond Whiskey
გამოყენებული დუღილის პროცესის მიხედვით: Sour Mash Whiskey Sweet Mash Whiskey
ფილტრაციის პროცესის მიხედვით: Tennessee Whiskey
1. Bourbon (ბურბონი) ყველაზე ფართოდ ცნობილი და ძველი ამერიკული ვისკი. იგი უნდა დამზადდეს მარცვლეულისგან, რომელიც სულ მცირე 51% სიმინდს. თავისი სახელწოდება მიიღო კენტუკის შტატის ბურბონის პროვინციისგან, რომელსახ საფრანგეთის ბურბონების სამეფო დინასტიის პატივსაცემად დაერქვა თავისი სახელი, სადაც სამოქალაქო ომის დროს ფრანგი ჯარისკაცები იბრძოდნენ. საინტერესოა, რომ თვითონ ბურბონის პროვინციაში აღარ არსებობს ბურბონის მწარმოებელი ღვინის ქარხნები, თუმცა ბურბონის წარმოება წარმატებით გრძელდება კენტუკის შტატში.
2. Rye whiskey (რაი ვისკი). ეს ვისკი მიიღება მარცვლეულის მასალის გამოხდის გზით, რომელიც შეიცავს არანაკლებ 51% ჭვავს.
3. Corn whiskey (ქორნ ვისკი). ასე ეწოდება ვისკის, რომელიც მზადდება 80 ან მეტ პროცენტ სიმინდზე. დაძველება ხდება ახალ ან ძველ მუხის კასრებში, წარმოება ხდება ძირითადად ადგილობრივი გამოყენებისთვის.
4. Wheat whiskey (ვით ვისკი). ეს ვისკი იწარმოება მარცვლეულისგან, რომელიც შეიცავს არანაკლებ 51% ხორბლისგან. Bლენდედ ჭჰისკეყ (ბლენდიდ ვისკი). ნარევი, რომელშიც უნდა იყოს 2 straight whiskey-ის სულ მცირე 20%, ხოლო დარჩენილი 80% შეიძლება შეიცავდეს ვისკის სხვა სახეებს ან სუფთა სპირტს. Light Whiskey (ლაით ვისკი). ვისკი, რომელიც გადის გაფილტვრას მაღალ ტემპერატურაზე და ძველდება უკვე ადრე გამოყენებულ მუხის კასრებში. ეს აძლევს ალცოჰოლს ღია ფერს განსაკუთრებული გემოს გარეშერ. Sour Mash Whiskey (საუერ მეშ ვისკი). ამ ვისკის წარმოებაში ყოველთვის გამოიყენება "დუღილის” მეთოდი: კუბური ნარჩენის მეოთხედამდე ამატებენ ახალ მასალაში, რომელსაც ჯერ არ გაუვლია დუღილის პროცესი, რათა მოხდეს ამ პროცესის აქტივაცია. ეს ვისკის გემოს მუდმივ და უცვლელ გემოს შესძენს. ამერიკაში ვისკის უმრავლესობა მზადდება სწორედ ასეთი მეთოდით, თუმცა მისი მწარმოებლები ყოველთვის არ მიუთითებენ ამ მეთოდს ეტიკეტზე. Sweet Mash Whiskey (სვით მეშ ვისკი). ეს სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ ამ ვისკის დამზადების პროცესში არ გამოიყენება ზემოხსენებული მეთოდი, ხოლო დუღილის გამოწვევა ხდება ახალი საფუარის მეშვეობით. Tennessee Whiskey (ტენესი ვისკი). ასეთი ვისკის დამზადების პროცესი გავს ბურბონის დამზადების პროცესს, გარდა იმისა, რომ გამოხდის შემდეგ ტენესი ვისკი, წვეთ-წვეთად ტარდება 3 მეტრიან ფილტრებში, რომელიც ავსებულია ნახშირით. ასეთი ფილტრები გამოიყენება მხოლოდ ტენესის შტატში, რომელმაც ვისკის ეს სახელი უწოდა. Bottled-in-Bond Whiskey (ბოთლდ ინ ბონდ ვისკი). ეს სახელწოდება განეკუთვნება ვისკის, რომელიც ძველდება 4 დან 8 წლამდე საწყობებში, რომელსაც აკოტროლებს სახელმწიფო. ეს ყოველივე იძლევა ვისკის ხარისხის გარანტიას და ათავისუფლებს მწარმოებელს გარკვეული გადასახადებისაგან. სინამდვილეში ზემოთ ჩამოთვლილი ვისკის სახეობები თავისი გამოხდის ტემპერატურის მიხედვითაც კი განსხვავდება, მაგრამ აქ ჩვენ დისტილაციის ოსტატების საიდუმლოებებში ვიჭრებით. მინდა დავძინო, რომ ვისკის ნაირსახეობა შეიძლება გადაიკვეთოს ერთმანეთში და მოგვცეს სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად Rye Malt Whiskey, ქერის ჭვავის გამოყენებით, Straight Rye Malt Whiskey, Blended Straight Rye Malt Whiskey (სხვა და სხვა ნაერთი Straight Rye Malt Whiskey), Blended Straight Corn Whiskey, Sweet Mash Straight Rye Whiskey და სხვა. და მაინც არ ვჩქარობ გაგახაროთ, რომ ასეთი რთული კომბინაციები ძალიან იშვიათად გვხვდება ევროპულ ბაზარზე. ითვლება, რომ ამერიკული ვისკის საუკეთესო ჯიშები – ეს არის ტენესის და კენტუკის შტატების ვისკი, რომლებსაც აქვთ უნიკალური ბუნებრივი პირობები და მაღალი ხარისხის წყალი, რაც საშუალებას აძლევს ვისკის მთლიანად გახსნას თავისი არომატიც დაძველების დროს.
განსხვავება შოტლანდიურ და ამერიკულ ვისკის შორის. ჩემი აზრით აქ ძირითადი სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ „Scotch" ძველდება როგორც წესი, მუხის კასრებში, რომლებშიც ადრე ბურბონი ინახებოდა, თავის გემოს და არომატს იგი ძირითადად ტორფისგან იღებს. მაშინ როცა ამერიკული ვისკი არ ექვემდებარება დუღილს ტორფის გამოყენებით, ხოლო ფერს, გემოს და არომატს მას აძლევს დამწვარი მუხის კასრები, რომლებშიც მიმდინარეობს დაძველება.

ნანახია: 1256 | დაამატა: adrenalin77 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0