Martini, shaken, not stirred - ხომ არსებობს ასოციაციური მეხსიერება? ჰოდა, ბევრს უთქვამს, რომ კოქტეილის ხსენებაზე, აუცილებლად ეს ფრაზა ახსენდება, ჯეიმს ბონდის ისეთივე საყვარელი და გავრცელებული ფრაზა, როგორიცაა: My name is Bond, James Bond.
ჩვენც კოქტეილები ვახსენეთ და მეხსიერებაში ისევ ეს მრავალგზის გაცვეთილი სიტყვები ამოტივტივდა - ხან შონ კონერი, ხან ტიმოთი დალტონი და ხან პირს ბროსნანი რომ წარმოთქვამდა თანაბარი დამაჯერებლობით, ისე, თითქოს, რეცეპტის ერთი დეტალიც რომ გამოგეტოვებინა, ან მარტინის ათქვეფისას ხელის მოძრაობის ტრაექტორია რომ შეგშლოდა, ქვეყანა დაიქცეოდა.
არადა, სპეციალისტებს რომ ჰკითხოთ, ასეთი, ერთი შეხედვით, წვრილმანი ლაფსუსების დროს, ქვეყანა მართლაც იქცევა. ყველა საქმეს ხომ ცოდნა უნდა, კოქტეილებს კი განსაკუთრებით - ბევრისთვის ეს პროცესი ხელოვნების რანგშიცაა აყვანილი და იმიტომ.
ახლა სწორედ ამ ჭეშმარიტებაში შევეცდებით დაგარწმუნოთ - რომ კოქტეილი მთლად მაღალი ხელოვნება თუ არ არის, ერთი დიდი და სასიამოვნო რიტუალია, რომლის შესრულებაც განსაკუთრებულად დროული სწორედ წლის ამ პერიოდშია - ზამთრის საყოველთაო დღესასწაულების ფონზე.
ცხადია, თრობის ქართული ხალხური საშუალებების დავიწყებას არავინ გვავალდებულებს. უბრალოდ, ცხოვრების წესის გამრავალფეროვნებისთვის ურიგო არ იქნება, გვახსოვდეს, რომ კოქტეილი ყოველივე ტრადიციულის კარგი ალტერნატივაც არის - ავარჯიშებ ფანტაზიას, თვალს ატკბობ ათასი ფერით, რომელთაც „კრემ დე ბანანი” თუ „ბლუ კურასაო” აფრქვევს და - ქმნი. ქმნი სილამაზეს - ალბათ, ისეთივე რუდუნებით, როგორც ჯონ გალიანო ქმნის ესკიზებს თავისი ექსცენტრიული მოდელებისთვის; და როგორც ნებისმიერი მხატვარი - შემდეგ მილიონად შეფასებულ ფერწერულ ტილოს. მერე, ალბათ, სახელსაც შენი ქმნილებისთვის ისეთივე სერიოზულობით არჩევ, როგორც პოეტი - რითმას.
ჰოდა, იქნებ, ერთხელ ჩვენც, არასპეციალისტებსაც, შემოქმედებითობის გამოვლენა არა მარტო გოზინაყთან მიმართებაში, კოქტეილების შემთხვევაშიც მოგვინდეს. ამის იმედით, გეპატიჟებით გემრიელ და სურნელოვან სამყაროში, რომელიც საახალწლოდ, სპეციალურად თქვენთვის, გამოცდილმა ბარმენებმა მოამზადეს.
თუმცა, ეს „მოსაწვევი ბარათიც” მორიგ ასოციაციურ „ბმულზე” უნდა ავაგოთ: უზარმაზარ დარბაზში დიდი მხიარულება დგას. მუსიკა, ხმაური, ერთმანეთში ირევა სიცილი, ლაპარაკი, გრძელფეხებიანი გოგონები ბროლის ბოკლებით მიდი-მოდიან. წვეულებაზე თვითდაჯერებული იერით ჯორჯ ქლუნი მიდის. აკაკუნებს. კარს შავგვრემანი, ლამაზი გოგო უღებს. ქლუნის ჰგონია, რომ ამ კარის გაღება და დარბაზში თავმოყრილი საქალეთის გულის კარის გაღება ერთია. თუმცა, მოულოდნელად, გოგონა მას ზღურბლზე აჩერებს და ეკითხება? No Martini? პასუხი უარყოფითია - სტუმარი თავისი მამაკაცური ქარიზმის იმედად, ხელცარიელი გამოცხადდა, მარტინის გარეშე. რის შემდეგაც გოგონა გაოცებულ ქლუნის ხელს ჰკრავს, კარს ცხვირწინ უჯახუნებს და ამბობს: No Martini, No Party.
...ეს ეპიზოდი მარტინის 2003 წლის სარეკლამო კამპანიიდან იყო. ჩვენს საახალწლო წვეულებაზე ჯორჯ ქლუნი მოსვლას, მგონი, არ აპირებს. თუმცა, ხელს მაინც არაფერი გვიშლის, მედიდური სახით ვთქვათ - No Cocktail, No Party და, უარყოფილი კინოვარსკვლავისგან განსხვავებით, კარიც გაბედულად შევაღოთ - ფანტაზიით, ბევრი უცნაური და სახალისო სახელით, ეგზოტიკური ხილითა და ალკოჰოლით სავსე, ნელი თრობის სამყაროს კარი. ცისფერი ლაგუნა 40მგ. არაყი 10მგ. ლურჯი კურასაო 20მგ. ლიმონის წვენი ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ლიმონის წვენი, ლიქიორი, არაყი და შევანჯღრიოთ. დიდი ბარიერული რიფი 40მგ. ვისკი 20მგ. ლიქიორი კრემ დე კაკაო 10მგ. ლურჯი კურასაო 50მგ. რძე ყველა ინგრედიენტიშევანჯღრიოთ ყინულიან შეიკერში. შემდეგ ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები. ჟანგიანი ლურსმანი 60მგ. ვისკი 40მგ. ლიქიორი დრამბუი ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ლიქიორი და დაამატეთ ვისკი.
შუაღამის მზე 30მგ. არაყი 20მგ. ლიქიორი კვანტრო 20მგ. ლიქიორი აპრიკოტ ბრენდი 20მგ. გრენადინი 10მგ. ლიმონის წვენი ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში. რობ როი 60მგ. შოტლანდიური ვისკი 40მგ. წითელი ვერმუტი ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები. ბანანა დაიკირი 60მგ. თეთრი რომი ბაკარდი 30მგ. ლიქიორი კრემ დე ბანანი 10მგ. ლიმონის წვენი ჩაყარეთ ყინული ბლენდერში, დაასხით ყველა ინგრედიენტი და შევანჯღრიოთ. დაიკირი 60მგ. თეთრი რომი 30მგ. ლიმონის წვენი 10მგ. შაქრის სიროფი ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში და გადაასხით დამსხვრეული ყინულით სავსე ჭიქაში. პინა კოლადა 40მგ. ლიქიორი მანგაროკა 40მგ. თეთრი რომი ბაკარდი 20მგ. ანანასის წვენი ჩაყარეთ ყინული ბლენდერში, დაასხით ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ. ოქროს კადილაკი 30მგ. ლიქიორი გალიანო 30მგ. თეთრი ლიქიორი კრემ დე კაკაო 30მგ. ნაღები ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში 15 წამის განმავლობაში შევანჯღრიოთ ყველა ინგრედიენტი. გაფილტრეთ და გადაასხით ყინულიან ჭიქაში. პრემიუმ ლაითი 25მგ. ლიქიორი კვანტრო 25მგ. ლიქიორი მალიბუ 50მგ. თეთრი რომი ბაკარდი 15მგ. ლურჯუ კურასაო 150მგ. ტონიკი ჩაასხით ჭიქაში კვანტრო, მალიბუ, ბაკარდი და კურასაო. მოურიეთ და დაამატეთ ტონიკი. პერფექტ მარტინი 10მგ. მშრალი ვერმუტი 10მგ. წითელი ვერმუტი 80მგ. ჯინი ერთი მესამედი ყინულით სავსე ჭიქაში ჩაასხით ინგრედიენტები. მოურიეთ და გაფილტრეთ. მილანო 40მგ. ვისკი 30მგ. მარტინი ბიანკო 30მგ. კამპარი ჩაასხით ინგრედიენტები ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ. ალუბლის კოქტეილი 25მგ. ჩერი ბრენდი 25მგ. ბანანის ლიქიორი 25მგ. კივის ლიქიორი ჩაასხით ჭიქაში თანმიმდევრობით, ფენაფენად. ახალი რუსი 20მგ. გრენადინი 20მგ. ლურჯი კურასაო 20მგ. არაყი აღნიშნული ინგრედიენტები თანმიმდევრობით, ფენებად ჩაასხით ჭიქაში. შავი რუსი 40მგ. ყავის ლიქიორი 50მგ. არაყი ჩაასხით ლიქიორი ყინულიან ჭიქაში და დაამატეთ არაყი. თეთრი რუსი 40მგ. ყავის ლიქიორი 50მგ. არაყი 20მგ. რძე ყინულიან ჭიქაში თანმიმდევრობით ჩაასხით ლიქიორი, არაყი და რძე. ამერიკანო 50მგ. წითელი ვერმუტი 50მგ. კამპარი სოდიანი წყალი გემოვნების მიხედვით კამპარი და ვერმუტი ჩაასხით ყინულიან ჭიქაში და დაამატეთ სოდიანი წყალი. კირ როიალი 90მგ. შამპანური 10მგ. კრემ დე კასისი ჩაასხით ჭიქაში ლიქიორი და შამპანური. ბრონქსი 40მგ. ჯინი 20მგ. ტკბილი ვერმუტი 20მგ. მშრალი ვერმუტი 20მგ. ფორთოხლის წვენი ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ინგრედიენტები და შევანჯღრიოთ. გაფილტრეთ და გადაასხით ჭიქაში. აკაპულკო 40მგ. ტეკილა 20მგ. ანანასის წვენი 20მგ. ლიმონის წვენი 20მგ. ლიქიორი „კვანტრო” ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში. ენერჯაიზერი 20მგ. ლიქიორი პასოა 50მგ. ლიქიორი კვანტრო 10მგ. ლიქიორი მალიბუ 10მგ. ლიქიორი კრემ დე ბანანი 150მგ. რედ ბული ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები. მოხიტო 50მგ. თეთრი რომი ბაკარდი 70მგ. ტონიკი ლიმონი პიტნის ფურცლები შაქარი გემოვნების მიხედვით ჩაყარეთ ჭიქაში წვრილად დაჭრილი ლიმონი, შაქარი და პიტნის ფურცლები. დანაყეთ. დაამატეთ დამსხვრეული ყინული, დაასხით ბაკარდი და ტონიკი. მილქ-შეიკი 50მგ. ატმის წვენი 50მგ. მანგოს წვენი 50მგ. ანასის წვენი 100მგ. რძე 20მგ. გრენადინი 1/2 ბანანი ყინულთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში. სტინგერი 70მგ. ბრენდი 30მგ. მენთოლის ლიქიორი ყინულით ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ლიქიორი და ბრენდი. შევანჯღრიოთ, გაფილტრეთ და დაასხით ჭიქაში. ტამპიკო 30მგ. ლიმონის წვენი 40მგ. კამპარი 30მგ. ლიქიორი კვანტრო ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ლიმონის წვენი, კამპარი, კვანტრო და მოურიეთ. გარიბალდი 50მგ. კამპარი 100მგ. ფორთოხლის წვენი ჩაასხით ინგრედიენტები ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ. უალკოჰოლო იოგურტის კოქტეილი 50მგ. ნაყინი 50მგ. იოგურტი 10მგ. ფორთოხლის წვენი 10მგ. ალუბლის წვენი 10მგ. ატმის წვენი 10მგ. ანანასის წვენი 5მგ. გრენადინი 1/3 ბანანი ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში. მარგარიტა 40მგ. ტეკილა 40მგ. ლიქიორი კვანტრო 30მგ. ლიმონის წვენი კოქტეილის ჭიქის პირს გაუკეთეთ მარილის კრასტა . ნახევრად სავსე შეიკერში ჩაასხით ინგრედიენტები და შევანჯღრიოთ. გაფილტრეთ და დაასხით ჭიქაში. სთროუბერი მარგარიტა 40მგ. ტეკილა 40მგ. ლიქიორი კვანტრო 30მგ. ლიმონის წვენი 30მგ. მარწყვის ლიქიორი 1-2ც. მარწყვი ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში. ცისფერი მარგარიტა 40მგ. ტეკილა 40მგ. ლიქიორი კვანტრო 30მგ. ლიმონის წვენი 30მგ. ლიქიორი ბლუ კიურასაო 1-2ც. მარწყვი ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთშეიკერში და დავასხათ ჭიქაში. ბრაზილიური ღამე 40მგ. ლიქიორი მანგაროკა 30გ. არაყი 10მგ. ლურჯი კურასაო ყინულიან შეიკერში ჩაასხით ყველა ინგრედიენტი და შევანჯღრიოთ. შემდეგ დაასხით ყინულიან ჭიქაში. ტეკილა სან რაისი 50მგ. ტეკილა 100მგ. ფორთოხლის წვენი 10გრ.გრენადინი ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ფორთოხლის წვენი,ტეკილა და დაამატეთ გრენადინი. სამოთხე 20მგ. ფორთოხლის წვენი 30მგ. ლიქიორი აპრიკოტ ბრენდი 50მგ. ჯინი შევანჯღრიოთ შიკერში ყინულთან ერთად. ემანუელა 20მგ. არაყი 20მგ. ამარეტო 20მგ. ლურჯი კურასაო 40მგ. ფორთოხლის წვენი ყინულიან შეიკერში ჩაასხით ყველა ინგრედიენტი და შევანჯღრიოთ. შემდეგ ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები. სისხლიანი მერი 50მგ. არაყი 100მგ. ტომატის წვენი 5მგ. ლიმონის წვენი რამოდენიმე წვეთი ტობასკო მარილი და შავი პილპილი გემოვნების მიხედვით ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში. სისხლიანი მარია 50მგ. ტეკილა 100მგ. ტომატის წვენი 5მგ. ლიმონის წვენი რამოდენიმე წვეთი ტობასკო მარილი და შავი პილპილი გემოვნების მიხედვით ყველა ინგრედიენტი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში. ლონგ აილენდ აის თი 15მგ. ლიქიორი კვანტრო 15მგ. რომი ბაკარდი 15მგ. ჯინი 15მგ. ტეკილა 15მგ. არაყი 100მგ. კოკა-კოლა ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები. კრაზანა 50მგ. არაყი 20მგ. ბანანის ლიქიორი 200მგ. ლუდი ყინულიან ჭიქაში ჩაასხით არაყი და ბანანის ლიქიორი. დაამატეთ ლუდი. კუბა ლიბრე 50მგ. რომი ბაკარდი 100მგ. კოკა-კოლა ჩაყარეთ ჭიქაში ყინული და დაასხით ინგრედიენტები. მწვანე თვალები 30მგ. არაყი 50მგ. ფორთოხლის წვენი 10მგ. ლურჯი კურასაო ყინულიან ჭიქაში ჩაასხით არაყი და ფორთოხლის წვენი, ოდნავ მოურიეთ და დაუმატეთ კურასაო. ტკბილი ტაბუ 20მგ. ჯინი 10მგ. კამპარი 10მგ. ლიქიორი კვანტრო 60მგ. ფორთოხლის წვენი ჩაასხით ინგრედიენტები ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ. გამაგრილებელი ჯული პი 30მგ. არაყი 10მგ. მენთოლის ლიქიორი „პეპერმენტი” 50მგ. ანანასის წვენი ყველა ინგრედიენტი ჩაასხით ყინულიან ჭიქაში და მოურიეთ. ალუბლის უალკოჰოლო კოქტეილი 60მგ. ალუბლის წვენი 30მგ. თაფლი 30მგ. ფორთოხლის წვენი გაყინული ხილის ასორტი ათქვიფეთ ბლენდერში ალუბლის წვენი, თაფლი და ფორთოხლის წვენი. მოათავსეთ ჭიქაში წვრილად დაჭრილი ხილის ნაჭრები და დაასხით ათქვეფილი მასა. მე და შენ 20მგ. ლიქიორი კვანტრო 40მგ. გრეიპფრუტის წვენი 10მგ. ლიმონის წვენი 40მგ. სპრაიტი ჩაყარეთ ჭიქაში დამსხვრეული ყინული და დაასხით ინგრედიენტები. ფრენჩ ქონექშენ 50გ. კონიაკი 50გ. ლიქიორი ამარეტო ყინულიან ჭიქაში ჩაასხით კონიაკი, ლიქიორი და მოურიეთ. ორგაზმი 15მგ. ლიქიორი კვანტრო 30მგ. ლიქიორი ბეილისი ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში და ჩაასხით დამსხვრეული ყინულით სავსე ჭიქაში. ორგაზმი ყვირილით 30მგ. ლიქიორი გალიანო 15გ. ლიქიორი კვანტრო 30მგ. ლიქიორი ბეილისი 15მგ. ლიქიორი კალოა ყინულთან ერთად შევანჯღრიოთ შეიკერში და დაასხით დამსხვრეული ყინულით სავსე ჭიქაში.
|