|
მთავარი » 2010 » მაისი » 07 » Absinsthe
|
Absinsthe Frappe (აბსენტი ყინულით) აბსენტი ძალიან ძლიერი სასმელია, წარმოიდგინეთ მაშინ როცა ვისკის, არაყის ან ჯინის საშუალო გრადუსიანობა 40% ია, აბსენტი 70% უკაკუნებს, ნამდვილი ცეცხლია. შესაბამისად ხშირად დალევის წინ ხდება მისი წყლით შეზავება, ამისათვის გირჩევთ გამოიყენოთ ძალიან მარტივი და გემრიელი რეცეპტი, „აბსენტი ყინულით". ინგრედიენტები: 20 მლ/გ აბსენტი 20 შაქრის სიროფი ან უბრალოდ შაქარი 6–8 პიტნის ფოთოლი (გემოვნებით) ყინულიანი წყალი (გემოვნებით) ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ჭიქაში (ან შეიკერში) მანამ, სანამ ერთფეროვან მღვრიე ფერის მასას არ მიიღებთ და მიირთვით.
Death in the Afternoon (აბსენტი შამპანურით) რა არის იმაზე უფრო დეკადენსური ვიდრე აბსენტი და შამპანური? ეს ორი თითქოს შეუთავსებელი სასმელი ძალინ კარგად შეეწყო ერთმანეთს ჰემინგუეის ნაწარმოების „Death in the Afternoon" სახელის მქონე კოკტეილში რომელიც შორეულ 1935 წელს შეიქმნა. ინგრედიენტები: 30 მლ/გ აბსენტი 150 მლ/გ შამპანური ან შუშხუნა ღვინო გემოვნებით აუცილებელია რომ შამპანური იყოს ძალიან ცივი, აურიეთ ეს ორი სასმელი ერთმანეთში და მიირთვით.
Chrysanthemum ( ქრიზანთემა) უნიკალური კოკტეილი რომელიც წარმოადგენს ვერმუტის, ლიქიორისა და აბსენტის სინთეზს, კოკტეილი ითვლება აბსენტის ერთ–ერთ ყველაზე უძველეს და პოპულარულ კოკტეილად. ინგრედიენტები: 60 მლ/გ მშრალი ვერმუტი 20 მლ/გ ლიქიორი „ბენედიქტი" 20 მგ/გ აბსენტი ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ჭიქაში და მიირთვით.
Coctail Absinthe (კოკტეილი "აბსენტი") ძალიან პოპულარული და ადვილად მოსამზადებელი კოკტეილი ინგრედიენტები: 30 მლ აბსენტი 30 მლ/გ სუფთა წყალი 1 კოვზი შაქარი ან სიროფი 1 წვეთი ანგოსტურა (გემოვნებით) ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ჭიქაში და მიირთვით.
Sazerac ( კოკტეილი Sazerac) უძველესი და ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი კოკტეილი, პირველად კოკტეილი 1800 წელს შეიქმნა Antoine Amedee Peychaud ის მიერ, 1959 წელს კი მას ეწოდა ახალი ორლეანის პოპულარული კაფეს სახელი Sazerac. კოკტეილი ტრადიციულად ითვლება მამაკაცურ სასმელად მისი გრადუსიანობის გამო. ინგრედიენტები: 90 მლ ვისკი 20 შაქრის სიროფი ან 1 კოვზი შაქარი ბიტერი გემოვნებით აბსენტი გემოვნებით ლიმონის რგოლი აურიეთ ერთმანეთში სიროფი და ბიტერი, დაამატეთ ვისკი, ყინული და კარგად აურიეთ, შემდეგ წინასწარ გაციებულ ჭიქაში ჩაასხით აბსენტი, კარგად მოატარეთ მთელს ჭიქას და ჩაასხით ჭიქაში უკვე მომზადებული ნარევი. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მორთოთ ის ლიმნის რგოლით და მიირთვათ.
შაქრის დამატება არსებობს აბსენტში შაქრის დამატების 3 ხერხი 1) თუ თქვენ გაქვთ სიროფი, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩაასხათ კოკტეილში თხევადი მასა. 2) თუ თქვენ მოგეპოვებათ ნატეხი შაქარი, თქვენ შეგიძლიათ შაქრის დამატების საკმაოდ ეფექტურ ხერხს მიმართოთ, დადეთ ნატეხი შაქარი კოვზზე (უმჯობესია სპეციალური აბსენტის კოვზი), ოდნავ ამოავლეთ შაქარი აბსენტში და ცეცხლი წაუკიდეთ, შაქარი ნელ–ნელა დადნება და აბსენტს მოტკბო, კარამელის გემოს მისცემს. 3) ნატეხი შაქარი დადეთ კოვზზე და ნელა დაასხით მას ცივი წყალი, წყალი გაადნობს შაქარს და აბსენტს მოტკბო გემოს მისცემს.
|
ნანახია: 1356 |
დაამატა: adrenalin77
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|