|
მთავარი » 2010 » აპრილი » 30
აბსენტი (Absinthe) ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მინდვრის მცენარის (Artemisia absinthium) არომატი აქვს. ჯერ-კიდევ ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე ეგვიპტელებმა ეს სასმელი შეაფასეს, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ძველი აბსენტი ლიქიორისგან განსხვავდებოდა, მის ფოთლებს ღვინოსა და სპირტში ასველებდნენ. სავარაუდოდ სიტყვა აბსენტი ბერძნული "apsinthion"-გან მომდინარეობს, რაც "სასმელად გამოუსადეგარს" ნიშნავს. ასეთი სახელი მას, ალბათ, მწარე გემოს გამო შეარქვეს. პითაგორა რეკომენდაციას უწევდა აბსენტს შვილოსნობისთვის. ჰიპოკრატემ იგი სიყვითლის, რევმატიზმის, ანემიისა და კიდევ რამდენიმე დაავადების სამკურნალო საშუალებად მიიჩნია. რომაელმა სწავლულმა პლინია უფროსმა სასმელს "apsinthium" უწოდა, ეს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში მოხდა. ცნობილია, რომ ეტლით მრბოლელს აუცილებლად აბსენტის ყლუპი უნდა დაელია, რათა მიმხვდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
AGWA-ეს არის მსოფლიოში პირველი ფსიქოაქტიური ლიქიორი, რომელიც Paullinia cupana-ს (მცენარე, რომელიც ველურად იზრდება ბრაზილიასა და ვენესუელაში), Panax Ginseng-სა (მრავალწლოვანი მცენარე) და ბოლივიური კოკის (ეს არის მცენარე, ცხოვრებისეული ძალების ბუნებრივი წყარო) ექსტრაქტს შეიცავს.
ამ სასმელის რეცეპტის შემმუშავებელთათვის შემოქმედებით იმპულსად იქცა დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიის, Paullinia cupana-სა და ბოლივიური კოკის გამოყენების სამხრეთ ამერიკელ ინდიელთა მისტიკური რეცეპტი. აღსანიშნავია, რომ Panax Ginseng ცნობილია, როგორც არაჩვეულებრივი ენერგეტიკული საშუალება, რომლის უნიკალური მახასიათებლებიც გამოყენებულ იქნა ამ სასმელში.
AGWA არ არის მხოლოდ ახალი ლიქიორი, არამედ არის ალკოჰოლური სასმელების ახალი ტრადიცია, რომლის სიახლეც თავის თავში უძველეს მისტერიებს აერთიანებს. AGWA-ს გამოყენების რიტუალმა ნამდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მას, ვისაც ნამდვილი კუბური რითმით სურს ცხოვრება, აუცილებლად მოუწევს "რუმბას" და "ჩა-ჩა-ჩას" ცეკვა და სიგარისა და მოხიტოს დაგემოვნება, რადგან ყველა მათგანი თავისუფლების კუნძულის განუყრელი და ექსკლუზიური სიმბოლოებია.
"მოხიტო" ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი კოქტეილი იყო. მისთვის კოქტეილის განსაკუთრებულ ვერსიას Double Papa-ს ამზადებდნენ. ხოლო ფიდელ კასტრო მას ტკბილ ლიქიორთან ერთად მიირთმევს.
მსუბუქი, გამაგრილებელი კოქტეილი "მოხიტო" კუბაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და მალე თავისუფლების კუნძულის ყველაზე პოპულარულ სასმელად იქცა. "მოხიტოს ბუმმა" ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა და ცოტა ხანში მთლიანად ევროპაც დაიპყრო.
დღეს "მოხიტო"-ს დაგემოვნება უკვე საქართველოშიც შეიძლება. კოქტეილს ხშირად შევხვდებით თბილისის ყველაზე ელიტარულ კაფე-ბარებში და შეიძლება ითქვას, რომ თბილი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტეკილას ისტორია VIII საუკუნეში იღებს სათავეს, როცა ერთ-ერთმა ინდიელმა ტომმა კაკტუსის სახეობისგან-აგავისგან, პულკეს რძისფერი, ქაფიანი, 4-დან 6 გრადუსამდე სიძლიერის წვენის გაკეთება ისწავლა. ლეგენდის თანახმად, ინდიელებმა პულკეს დამოუკიდებლად კი არ მიაკვლიეს, არამედ ამაში ღმერთი დაეხმარათ. აგავის ნაყოფს მეხი დაეცა და იგი ორ ნაწილად გააპო, მისი გულიდან ნექტარი გადმოიღვარა. მექსიკელებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ამ მცენარეში „ღმერთის წყალობა" იმალებოდა. როგორც კი ამის შესახებ შეიტყვეს, ნექტარის გამოყენება დაიწყეს. დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი წვენი სასმელად იქცა. მოგვიანებით, აგავა 400-მკერდიან ქალღმერთთან მაიაელთან გააიგივეს, ხოლო მის მთავარ ვაჟად ომე ტოჩტლი შერაცხეს, რომელსაც სასმელის, პულკეს ღმერთად მიიჩნევდნენ. დიდი ხნის განმავლობაში პულკე ერთადერთ მექსიკურ ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენდა. ეს იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|