ორშაბათი, 16.06.2025, 16:04:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » აპრილი » 25
დღესდღეობით Bushmills-ი ევროპის ერთ-ერთი უძველესი სპირტიანი სასმელის ბრენდია, რომლის წარმოებაც 1608 წელს დაიწყო. ვისკის 400 წლის იუბილეს აღნიშვნას მისი მფლობელი კომპანია, ალკოჰოლური გიგანტი, Diaegoზარ-ზეიმით აპირებს არა მარტო ბრიტანეთში, არამედ - მთელს ევროპაში. ევროპის ტელეარხებზე იგეგმება სარეკლამორგოლების გაშვება, რომლებიც მიეძღვნება ირლანდიული ვისკის ტრადიციებს და მის ოთხსაუკუნოვან ისტორიას. გარდა ამისა, დაგეგმილია პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდა. წელს Bushmills-ი სამი სახის ფორმატით იქნებაწარმოდგენილი: Bushmills Original, Black Bush და Bushmills Single Malt.

Bushmills ერთადერთი ირლანდიური ვისკია Diaego-ს ასორტიმენტში. იგი არის ირლანდიის რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური სპონსორი.

Просмотров: 782 | Добавил: adrenalin77 | Дата: 25.04.2010 | Комментарии (0)

დღესდღეობით მაღაზიის დახლებზე უამრავი ალკოჰოლური სასმელია გამოტანილი. ფასის მიხედვით მეტ-ნაკლებად ვმსჯელობთ მათ ხარისხზე და გემოზე. თუმცა ფასი არ არის სასმელის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი, განსაკუთრებით ისეთი დახვეწილი სასმელის შეფასებისას, როგორიც ვისკია.

არჩევანში რომ არ შევცდეთ, მცოდნეთა აზრს უნდა მოვუსმინოთ. ვისკის შეფასებისას მათი აზრი ერთსულოვანია.

ვისკის მოყვარულებს ყოველწლიურად შეუძლიათ ხმა მისცენ საუკეთესო ვისკის. ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს. მისი მიზანია მომხმარებელთა საყვარელი ვისკის შერჩევა. სახალხო კენჭისყრის საფუძველზე ჯილდო Drammie Awards გაიცემა რვა ნომინაციაში. თითო ნომინაციაში ვისკის 6-6 მარკაა წარმოდგენილი.

დღესდღეობით კატეგორიაში "საუკეთესო სუფთა ან შერეული ვისკი" აღიარებულია მარკა Bruichladdich. ამ მარკის ვისკის ტორფის ოდნავი არომატი დაჰკრავს. მან ხმათ ... კითხვის გაგრძელება »
Просмотров: 881 | Добавил: adrenalin77 | Дата: 25.04.2010 | Комментарии (0)

მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბრენდმა Jack Daniel’s -მა, რომელიც აგერ უკვე 30 წელია წარმატებით თანამშრომლობს მწვანეთა მოძრაობასთან, ამჯერად ამერიკის ტყეების გადასარჩენად წამოიწყო კამპანია. პირველი აპრილიდან დახლებზე Jack Daniel’s -ისვისკის საკოლექციო ბოთლების ლიმიტირებული პარტია გამოჩნდა, რომლის თითო ეგზემპლარის ღირებულებაც 40 დოლარს შეადგენს. გაყიდვებიდან შემოსული თანხით 100 000 ნერგის დარგვა იგეგმება, რაც ამერიკის ტყეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ფონს ოდნავ მაინც შეამსუბუქებს.
Просмотров: 782 | Добавил: adrenalin77 | Дата: 25.04.2010 | Комментарии (0)

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0