პარასკევი, 11.07.2025, 19:22:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

                                                                                                                                                               საიტი მთლიანად ეძღვნება ბარმენებს და მათ ხელოვნებას. საიტის შექმნის ძირითადი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაციის მაქსიმუმი – ბარმენის მუშაობის, მისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების და პროფესიონალიზმის შესახებ. გაგაცნოთ IBA-სგან (International Barman Association) მოწოდებულ სიახლეებს. და რა თქმა უნდა, ახალი კოქტეილები, ასევე "ჩემპიონი-კოკტეილები" 1955 წლიდან დღემდე. აქ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს კოლეგებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს 60 კლასიკური კოქტეილის რეცეპტებს და იმ ალკოჰოლურ სასმელებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ბარში.
საიტზე ასევე გავაშუქებთ იმ ლიტერატურას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ბარმენმა თავისი ცოდნის ასამაღლებლად. მაგალითად, "ბარმენის ბიბლია", "შეიქერის მელოდია" – ეს წიგნები გამოირჩევა თავისი დონით და პროფესიონალიზმით, ისინი სავსებით შესაძლებელია მივიჩნიოთ ბარმენის სამაგიდო წიგნებად.
საიტზე ასევე გამოქვეყნდება სტატიები ლეგენდარული ბარმენების და მათ მიერ შექმნილი კოქტეილების, ასევე მსოფლიო ბარებში მიმდინარე მოვლენებისა და სიახლეების შესახებ...საქართველოს ბარმენთა ასოციასთან ერთად, 2002 წელს 2 ივლისს ჩამოყალიბდა ბარმენთა პროფესიული მოსამზადებელი კურსები, სწავლის ხანგრძლიობაა 10 კვირა. ასევე ფუნქციონირებს სამ კვირიანი გადამზადების და ცოდნის ასამაღლებელი მასტერ კლასები. სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის, IBA-ს მიერ და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მოწოდებული პროგრამის მიხედვით. კურსები ლიცენზირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

ისწავლება შემდეგი დისციპლინები:

1. საქონელთმცოდნეობა;
2. ბარის მოწყობილობა – დანადგარები;
3. კოქტეილების და სასმელების ტექნოლოგია;
4. ბარმენის პროფესიული უნარ–ჩვევები;
5. სავაჭრო გამოთვლები;
6. პროფესიული ეთიკა და ფსიქოლოგია;
7. ჰიგიენის და სანიტარიის საფუძვლები.

ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად წევრიანდება საქართველოს ბარმენთა ასოციაციაში.
გაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ძალაშია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც კი არსებობს ბარმენთა ასოციაცია.


საქართველოს ბარმენთა ასოციაცია უზრუნველყოფს მისი კურსდამთავრებულების გარანტირებულ დასაქმებას. ასევე იგეგმება წარჩინებულ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ.


                                                                              


მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 41

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0